Archive for ივნისი, 2011

ჩერქეზებისთვის საქართველოს მთავრობას “გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს”

პარლამენტირუსეთის მიერ ჩერქეზი ხალხის ე.წ. გენოციდთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებს. რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მოამზადა, დღეს საკომიტეტო მოსმენა იმართება. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

მოსყიდულ ოპოზიციას თანამდებობებით აჯილდოებენ

ბერაიაროგორც საქინფორმს სამეგრელოდან აცნობეს, ფოთის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის ოფისის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ლაშა ბერაია აირჩიეს. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბერაია ახალ პოსტზე ხელფასის სახით ყოველთვიურად 1400 ლარს მიიღებს. ბერაია მიიჩნევს, რომ „არჩევანის მასზე გაკეთება მათი გუნდის პოლიტიკური აქტიურობისა და საარჩევნო ხმების ლოგიკურია“. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა

ოქრუაშვილიროგორც საქინფორმს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ირაკლი ოქრუაშვილის მსჯავრდებულობა დანაშაულის განზრახ ჩადენისათვის; ამასთან, სხვა ბრალდების საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

ზუგდიდში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა – ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ცხოველების აცრებს არ აფინანსებს

ცოფიროგორც საქინფორმს სამეგრელოდან ატყობინებენ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. მანანა გულუას მეწველი ძროხა და ღორი ცოფით დასნებოვნდა. მანანა გულუას და მის მეუღლეს დაავადებულ ცხოველებთან შეხება ჰქონდათ, რის გამოც, თავდაცვის მიზნით, ცოფის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაუკეთეს. როგორც გულუები განმარტავენ, მათ პირუტყვს მაწანწალა ძაღლმა უკბინა. შემთხვევის თავიდან აცილება შინაური ცხოველებისთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებით იყო შესაძლებელი, მაგრამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უსაფრთხოების ზომები არ მიუღია. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი ჟურნალისტების მემორიალური დაფა ნაგავში იპოვეს

ჟურნალისტების მემორიალიაფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტი, მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ორ ფოტოსურათს ავრცელებს, რომლებზეც ნაგავში დაგდებული აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჟურნალისტების ის მემორიალური დაფაა გამოსახული, თავის დროზე ჟურნალისტთა ფედერაციის შენობის შესასვლელთან რომ იყო დამაგრებული. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: “ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლების პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე უნდა ვიფიქროთ”

ალასანიაამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა „Московские новости“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის პირადად იცნობდა და აფასებდა სერგეი ბაგაფშს, რომელსაც მომავალში ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას “ქართული პარტიაც” შეუერთდა

სუბარიროგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ლეიბორისტული პარტიის“ მოწოდებას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის თაობაზე „ქართული პარტიაც“ შეუერთდა. ამ მიზნით დღეს პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერა ხელი. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ნინო ბურჯანაძე: “ოპოზიციურ “ექვსიანს” ბრძოლის გაგარძელების მორალური და პოლიტიკური უფლება აქვს”

ბურჯანაძეპარლამენტის ყოფილი თავმჯუდომარე მიიჩნევს, რომ „ხელისუფლებამ „რვიანისთვის“ გაკეთებული შეთავაზებებით თავისი რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოავლინა, მისი რეალური სახე კი ისაა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა და დიალოგი შეუძლებელია და მხოლოდ გარიგებაა მისაღები“.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი „რვიანში“ შემავალი ექვსი პარტიის მიერ ხელისუფლების შეთავაზებაზე უარის თქმას პოზიტიურად აფასებს და ფიქრობს, რომ დანარჩენმა ორმა პარტიამ ხელისუფლებასთან გარიგება პარლამენტში მოხვედრის მიზნით აწარმოა“. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ზღვარსგადასული სისასტიკე პოლიციელთა მხრიდან ზუგდიდში

ძალადობაროგორც საქინფორმს ზუგდიდიდან შეატყობინეს, წალენჯიხის პოლიციის უფროსმა ლაშა ექონიამ ორ პოლიციელთან ერთად ზუგდიდში უდანაშაულო მოქალაქე ალიკა სართანიას სცემა.

პოლიციელი ლაშა ექონია მოქალაქე ალიკა სართანიას მიმდინარე წლის 25 ივნისს, 04:00 საათზე, ტელეფონით დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. სართანია უცნობს დილისთვის შეუთანხმდა. ექონია სართანიას სახლთან საკუთარი ავტომობილით 09:00 საათზე მივიდა, მანქანაში ჩაისვა, შემდეგ კი ორი პოლიციელი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან აიყვანა და ზედაეწრის ტყისკენ წავიდნენ. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ყინწვისში დაკავებულებს ჩვენებები წამებით დააწერინეს

დაკავებასაპატიმროებში არსებულ გაუსაძლის პირობებსა და იძულების წესით დაწერილ ჩვენებებზე მედიაკავშირი „ობიექტივის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ყინწვისში მიმდინარე წლის 26 მაისს დაკავებულ პირთა ადვოკატებმა ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, ყინწვისის საქმეზე ამ დრომდე 24 პირი რჩება დაკავებული, რომელთა ნაწილს სასტიკი წამების შემდეგ აღიარებითი ჩვენებები დააწერინეს. ადვოკატების მტკიცებით, დაკავებულთა წინააღმდეგ გამოყენებული იყო ისეთი მეთოდები, როგორსაც 20-იან და 30-იან წლებში იყენებდნენ. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი