Archive for ივლისი, 2011

სააკაშვილმა ოპოზიციას ის დააყვედრა, რაზეც მასთან შეთანხმება ვერ შეძლო

პრეიზდენტი სააკაშვილიროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, „პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, თუმცა ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ხელისუფლება ამას დათანხმდა“. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

აბდალაძის ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები არარეალურია

ჩვენებაროგორც აბდალაძის მეუღლე ნესტან ნეიძე აცხადებს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის სხცა ფაქტებთან ერთად 2002 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავების შესახებ საუბრობს, რეალობას არ შეესაბამება, რადგან მისი ინფორმაციით, აბდალაძე 2002 წელს არ დაუკავებიათ.

2002 წელს მე გიორგისთან ერთად გაზეთ „ახალ ეპოქაში“. რაც გიორგის ვიცნობ, იგი დაკავებული არ ყოფილა“, – განაცხადა ნეიძემ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

გიგი წერეთელი: “მეტი არგუმენტი მჭირდება, რომ ფოტოგრაფების ბრალეულობა დავიჯერო”

გიგი წერეთელიროგორც დეპუტატი გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, „ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები სერიოზულ გაუგებრობაში მოხვდნენ და მას მათი ბრალეულობის დაჯერება უჭირს“. „აბდალაძესა და გედენიძეს ჩემთვისაც ბევრი ფოტო აქვთ გადაღებული და რამდენადაც მათ ვიცნობ, ნამდვილად ვერ ვიფიქრებ, რომ რამით ჯაშუშობასთან არიან დაკავშირებული. რატომღაც მგონია, ეს ადამიანები სერიოზულ გაუგებრობაში არიან მოყოლილნი. თუმცა ეტყობა, ამ გაუგებრობაში თვითონაც თავი შეყვეს“, – აცხადებს წერეთელი. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

თბილისის მერიამ პირობა დაარღვია – მგზავრობა ძველ სამარშრუტო ტაქსებზეც გაძვირდა

მგზავრობაროგორც ცნობილია, მგზავრობის 50-დან 80 თეთრამდე გაზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში ახალი ყვითელი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდნენ. მგზავრების პროტესტის ჩასახშობად მერიამ პირობა დადო, რომ მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე მხოლოდ ახალ სამარშრუტო ტაქსებზე მოიმატებდა. თუმცა პირობა მალევე დაირღვა და ძველი „მარშრუტკებით“ მგზავრობაც 80 თეთრი გახდა.

საქინფორმი რამდენიმე სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ მგზავრობის გაძვირება მათ მერიამ აიძულა. №40 სამარშრუტო ხაზის მძღოლები დღეს მგზავრების პრეტენზიებს ერთადერთი ფრაზით იგერიებდნენ: „თუ არ გნებავთ, ჩაბრძანდით და წადით, მერიაში იჩივლეთ!“ Read the rest of this entry »

,

დატოვე კომენტარი

სააკაშვილმა ფოტორეპორტიორებს 26 მაისის დარბევის ფოტოების საერთაშორისო პრესაში გავრცელება არ აპატია

აბდალაძეროგორც დაკავებული ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს, „დარწმუნებულია, რომ მისი და კოლეგების დაკავება სწორედ 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება“. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ილია მეორე: “რუსეთმა 200 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, დაენახა ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული”

ილია მეორეეს განცხადება  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ “ეხო მასკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი პატრიარქს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ესაუბრება და ინტერესდება, რაში ხედავს გამოსავალს ილია მეორე.
უწმინდესის განცხადებით, ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხიდან, მინიმუმ, ორი გამოსავალია და აუცილებელია, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებიც მოიძებნოს.
“ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვერ დავრჩებით. ეს საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც არაბუნებრივია. ჩვენ ისევ ისეთ ახლობლებად უნდა დავრჩეთ, როგორიც ადრე ვიყავით. საქართველო ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული რუსეთის ისტორიის, კულტურისა და ფილოსოფიის მიმართ. ვფიქრობ, რუსეთსაც ახსოვს საქართველო. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა მითხრა, აფხაზეთი არ გვჭირდებაო, ღმერთმა ქნას ასე იყოს. აფხაზეთი თუ საქართველოზე უნდა გაიცვალოს, ეს რისთვისაა საჭირო?”, – ბრძანებს პატრიარქი. Read the rest of this entry »

,

დატოვე კომენტარი

ბიზნესმენ-გუბერნატორის “შემოჭერილი ქამარი” – გოროზიას გაუთავებელი პრემიები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია პრემიას ყოველთვიურად იღებს. გასულ წელს გუბერნატორმა ხელფასთან გათანაბრებული პრემია 17-ჯერ აიღო. ამ სკანდალურ თემაზე რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო „livepress.ge“-მ. ჟურნალისტ პაატა ლაგვილავას გამოძიებიდან ირკვევა, რომ ზაზა გოროზიამ პრემია 2010 წლის მარტში, ივლისში, აგვისტოში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ორ-ორჯერ აიღო. გოროზიას ხელფასი 2950 ლარია, იმავე თანხას ის პრემიის სახითაც იღებს, ანუ თითოეულ თვეზე რეალურად გოროზიამ შრომის ანაზღაურებისთვის 8850 ლარი მიიღო, რაც მისი გასამმაგებული პრემიაა. პრემია 15-ჯერ აიღო გოროზიამ 2009 წელსაც. ამის პარალელურად, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის მიუხედავად, კატასტროფულად იზრდება გუბერნატორის ადმინისტრაციის ხარჯებიც. 2009 წელთან შედარებით, 2010 წელს ადმინისტრაციის ხარჯები 160 ათასი ლარით გაიზარდა. გუბერნატორმა გოროზიამ პრემია 2010 წლის მაისში შვებულებაში ყოფნის დროსაც მიიღო. მაშინ ის იძულებით შვებულებაში მესტიის პოლიტიკური ტერორის შემდეგ გაუშვეს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ დანაშაულისთვის მას ხელისუფლებამ პრემია გამოუყო. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს

გრიფით საიდუმლოამის შესახებ ფოტორეპორტიორ გია აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომელმაც „მოდულის“ შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი თქმით, მან ხელი მოაწერა ოქმს იმის შესახებ, რომ საქმეს უკვე დაედო გრიფი „საიდუმლო“.

„აბდალაძეს ვერ შეხვდი. თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ბრალი ედებათ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს“, – განმარტა ჩინჩალაძემ. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ჯაშუშობის ბრალდებით 5 ფოტორეპორტიორი, მათ შორის სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი დააკავეს

გედენიძეებიგვიან ღამე დააკავეს საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმ–თაიმის“ ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და „ასოშეიტდე პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი. დაკავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

პატარკაციშვილის ქვრივმა ხელისუფლებასთან დავა დაასრულა

ინა გუდავაძებადრი პატარკაციშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნული, რომ „ოჯახმა გადაწყვიტა, მორიგებით დაასრულოს საქართველოს ხელისუფლებასთან დავა, რომელიც 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო არბიტრაჟში გრძელდებოდა და ოჯახისთვის მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია „იმედის“ დაკარგვასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებას ეხებოდა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი