Archive for სექტემბერი, 2011

სუბელიანის „სიამაყე“ – სიცივე, შიმშილი და უმუშევრობა დევნილთა ჩასახლებებში

დევნილთა ჩასახლება ანაკლიაშირამდენიმე დღის წინათ თბილისში ამბასადორიალი გაიმართა. საზღვარგარეთ აკრედიტებული ქართველი ელჩების წინაშე მთავრობის წევრები წარდგნენ. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გახლდათ, რომელმაც საკუთარი უწყების სფეროზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, თუ როგორ მიდის დევნილებისთვის ფართის დაკანონების პროცესი და აღნიშნა, რომ ფოთში უკვე დასრულდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, სადაც დევნილები შესახლდნენ და დასძინა, რომ მშენებლობები ზუგდიდში, წყალტუბოსა და ბათუმშიც გაგრძლდება. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

სააკაშვილი 26 მაისის აქციის დაშლას არ ნანობს და სამომავლოდაც ემზადება

სააკაშილიროგორც საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინულ გამოცემა „segodnya.ua“-თან ინტერვიუში განაცხადა, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით. პროვოკატორების ჯგუფი, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება და ელექტორატის მიზერული, 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, გამოდის ქუჩაში და გეუბნება – დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნის უფლებას არ მოგცემთ და მორჩა! რა უნდა გვექნა? უნდა გამოგვეყენებინა მინიმალური ძალა. მიტინგის დაშლისას არცერთ პოლიციელს იარაღი არ ჰქონია და, მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო. უცნობია, როგორ მოიქცეოდა პოლიცია მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ავტომობილებში ჩასხდნენ და რამდენიმე სამართალდამცავს გადაუარეს. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, სხვები საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა. Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი

სამინისტროები საინფორმაციო სააგენტოების კონკურენტები ხდებიან?!

vebgverdiსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მესტიაში ვიზიტის შესახებ იუწყება. თუმცა აქ დევნილების საკითხი არაფერ შუაშია. რელიზი მთლიანად მოიცავს სააკაშვილის მესტიაში ვიზიტს და მასში იმ სიახლეების ჩამონათვალია, რომლებიც მესტიას ცოტა ხნის წინათ შეემატა – იუსტიციის სახლი, პოლიციის შენობა, სასტუმრო, ახალი ხიდი და 136-კილომეტრიანი გზა…

როგორც აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სამინისტროს ვებგვერდებზე იუწყებიან განახლებული მესტიის გახსნის შესახებ – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა; განათლებისა და მეცნიერების; კულტურისა და ძეგლთა დაცვის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები სვანურ სიახლეებზე წერენ. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

რისთვის მოკლეს ბიზნესმენი თემურ ყორშია (საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიება)

თემურ ყორშია2011 წლის 27 იანვარს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი თემურ ყორშია მოსკოვში დააპატიმრეს, რადგან საქართველოს შსს-ის მიერ იძებნებოდა. მისი საქართველოში ექსტრადიცია 2011 წლის აპრილში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ… 2011 წლის 25 მარტს ის საკანში „გაურკვეველ გარემოებებში“ გარდაიცვალა. მაშინ ხმა გავრცელდა, რომ ბიზნესმენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან საქართველოში ექსტრადიციის წინააღმდეგი იყო – აქ ნებისმიერ საპყრობილეში ყოფნის დიდ საფრთხეს ხედავდა.

თუმცა განსვენებულ ყორშიასთან დაახლოებულმა პირმა საიდუმლოდ აცნობა საქინფორმისსაკუთარ კორესპონდენტს, რომელიც ჟურნალისტურ გამოძებას აწარმოებდარომ ბიზნესმენის თითქმის მთელი გარემოცვა დარწმუნებულია  ყორშია საქართველოს დღევანდელიხელისუფლების დაკვეთით იქნა მოკლულინათესავებმა ბიზნესმენის ცხედრის საქართველოშიჩამოსვენება შეძლეს. როგორც ინკოგნიტო წყარომ ჩვენს ჟურნალისტს პრივატულ საუბარში აუწყა, მას საშინელი წამების კვალი  მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა და, როგორც ჩანს, სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა. ანუ ბიზნესმენი თემურ ყორშია სასტიკად იქნა მოკლული  Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

2 Comments