Archive for ნოემბერი, 2011

ტურიზმი საქართველოში: რა უშლის ხელს უცხოური ინვესტიციების განხორციელებას

ტურიზმითბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. „ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში. არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით, გაგრძელებული მთის კურორტებით, სათხილამურო სპორტით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირსშესანიშნაობებით“, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე… არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ვაშაძის უწყებას იმ თვალსაზრისით, რომ ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად ნამდვილად მრავალი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში, თუმცა რეალურად რამდენად ვითარდება ტურიზმი – სხვა საკითხია. გვსურს, მკითხველს ორი მაგალითი მოვუყვანოთ განსჯისთვის –  რამდენად ვითარდება ტურიზმი და რა ან ვინ უშლის ხელს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 9 ნოემბერს ჟენევაში გაფორმებული დოკუმენტების პაკეტი დაამტკიცა

სააკაშილისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 9 ნოემბერს ჟენევაში გაფორმებული დოკუმენტების პაკეტი დაამტკიცა.

პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის საქონლით ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ გაფორმებული შეთანხმება, ასევე საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევიდა. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

სამარელმა პოლიციელებმა 19 წლის მამუკა კახიშვილი ცემით მოკლეს

სამარელმა პოლიციელებმა 19 წლის მამუკა კახიშვილი ცემით მოკლეს. ინფორმაციას რუსული საგამომცემლო სახლი “პროვინცია” ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, დასახლება უპრავლენჩესკში მოხდა. 19 წლის კახიშვილი მეგობრებთან ერთად არმიიდან დაბრუნების აღსანიშნავად, კაფე “კასპია”-ში წავიდა. თავისუფალი ადგილის მოსაძებნად კაფეში მხოლოდ მამუკა კახიშვილი შევიდა, თუმცა, რამდენიმე წუთში დაბრუნდა და თქვა, რომ კაფე ბანკეტისთვის იყო დაკავებული და ადგილები არ იყო. ამის შემდეგ მეგობრები იქვე შეყოვნდნენ და მსჯელობდნენ, თუ სად წასულიყვნენ. Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი

მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას ისტორიული უწოდა

saakashviliსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას ისტორიული უწოდა . როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს, მოსახლეობისადმი პირდაპირი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა არჩევითმა ორგანომ რეზოლუციის მრავალ პუნქტში დააკანონა, რომ რუსეთის ყოფნა საქართველოში არის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.

“ეს რეზოლუცია ჩვენთვის რამდენიმე ასპექტით არის მნიშვნელოვანი ჩვენს დიდ ბრძოლაში საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, საბოლოო დეოკუპაციისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ორაზროვნად დაფიქსირებულია, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას კანონდარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტისაქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ადვოკატების ცემისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები უნდა გამოიძიოს . ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

ადვოკატებზე თავდასხმების თემა რეზოლუციის იმ ნაწილში შევიდა, რომელიც საქართველოში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

“ევროპარლამენტის წევრები გამოხატავენ შეშფოთებას ადვოკატებზე პოლიციის შეტევისა და სასტიკი ცემის შემთხვევების გამო და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს ეს ფაქტები – დაუსჯელობა, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები და დამნაშავეები პასუხისმგელობაში მისცეს”, – ნათქვამია რეზოლუციაში. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ევროპარლამენტი ხელისუფლებას დევნილების უფლებების დაცვისა და მედიის თავისუფლების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტიევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს . ეს მოწოდება ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირდა.

ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, შექმნას სრული და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მათ შორის სექსუალურ ორიენტაციასა და და სქესობრივ იდენტიფიცირებაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ილია მეორე მოსკოვს ეწვევა

პატრიარქისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს მოსკოვში მიემგზავრება . როგორც საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, უწმინდესი რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. უწმინდესი რუსეთში მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრება.

ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ერთობლივ წირვას 20 ნოემბერს, მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღავლენს. 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს კი, კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში წირვას აღავლენს და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

რა მოხდა სინამდვილეში ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

bidzinaთბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გუშინ, 2011 წლის 1 ნოემბერს, ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქართული და უცხოური მედიასაშუალებების 200-ზე მეტი წარმომადგენელი აშუქებდა. ნაციონალურმა ტელეარხებმა და სხვადასხვა ინტერნეტმედიასაშუალებამ ჯერ კიდევ პრესკონფერენციის დაწყებამდე გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჟურნალისტებს ივანიშვილის ბიზნესცენტრში შესვლისას პრობლემები შეექმნათ და მათ მიმართ გარკვეულ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი… პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის მიმართ საზოგადოების ზეინტერესის გამო, რაღა თქმა უნდა, პრესკონფერენციაზე დასასწრებად აკრედიტაცია საქინფორმმაცგაიარა და ეპიცენტრში ორი კორესპონდენტი გაუშვა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პრესკონფერენციაზე შესვლისას და არც მიმდინარეობისას არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია და არც შეურაცხყოფას ჰქონია ადგილი ჩვენი მისამართით. ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხეთ, კითხვის დასმა იყო და ისიც იმ „Live-შოუს“ გამო, რომლის მოწყობაც ჟურნალისტებს „ნაციონალმა“ ხელმძღვანელებმა დაავალეს. Read the rest of this entry »

,

დატოვე კომენტარი