Archive for იანვარი, 2012

ავღანეთში სამსახური ქართველი სამხედროებისთვის სავალდებულო ხდება?!

axalaiaთბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში (ISAF – საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად 2004 წელს „ISAF“-ის ოპერაციაში 50 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, სადაც მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2007 წლის ნოემბრიდან გჰორის პროვინციის ქალაქ ჩაგჩარანში ქართველი ექიმები ლიტვის რესპუბლიკის კონტინგენტის პროვინციის რეკონსტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებენ სამშვიდობო მისიას 6-თვიანი როტაციით. 2009 წლის ნოემბრიდან კი პირველმა ქართულმა სამშვიდობო ასეულმა დაიწყო მისიის შესრულება ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ქალაქ ქაბულში, რეგიონული სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე „ვორჰაუზის“ ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. როტაციის პრინციპის შესაბამისად, ყოველ 6 თვეში ახალი ასეული ერთვება მისიაში. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი