Archive for ივნისი, 2012

მაია მიმინოშვილმა “საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” დააარსა

მაია მიმინოშვილი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ცენტრის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად “საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” დააარსა.

ასოციაციის ძირითადი მიზანი კვლევების საფუძველზე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციების შესწავლა და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავებაა.

“ეს ორგანიზაცია შექმნა გუნდმა, რომელიც 10 წელი განათლების სისტემაში მუშაობდა და რომელმაც საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვა. ასევე, ამ გუნდმა განათლების კუთხით არაერთი კვლევა ჩაატარა, თუმცა აქამდე ეს კვლევები სათანადოდ არ იქნა გამოყენებული. ჩვენ კარგი საქმის გაკეთებას ვაპირებთ. დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეს ასოციაცია წარმატებული იქნება”, – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა მაია მიმინოშვილმა. Read the rest of this entry »

,

დატოვე კომენტარი

მიხეილ სააკაშვილი – არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები

მიხეილ სააკაშვილი

არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს გარშემო “ხელის ფათური” სულ უფრო მძაფრდება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გუშინ, ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან შეუქცევადად მიმდინარეობს. “არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები; ეს არის სრული უაპატივცემულობა ჩვენი ხალხის არჩევანის, რომელიც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველანაირი ცივილური კრიტირეუმებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

აშშ მთავრობა საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს

ჯონ ბასი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭრს მხარს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა ჩამოინგრა

ამის შესახებ ინფორმაციას ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. წინასწარი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი