მიხეილ სააკაშვილი – არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები

მიხეილ სააკაშვილი

არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს გარშემო “ხელის ფათური” სულ უფრო მძაფრდება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გუშინ, ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან შეუქცევადად მიმდინარეობს. “არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები; ეს არის სრული უაპატივცემულობა ჩვენი ხალხის არჩევანის, რომელიც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველანაირი ცივილური კრიტირეუმებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, დღეს ევროპასთან ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტები დგება. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უახლოესი 16-18 თვის განმავლობაში საქართველო მიიღებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროპასთან, რაც, მისივე თქმით, ნიშნავს 10 ათასობით სამუშაო ადგილს, განსაკუთრებით, ექსპორტის საწარმოო სფეროში.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ქართული პასპორტით, უვიზო გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს ევროპის მასშტაბით.

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ევროპის ლიდერები დაესწრებიან. მანამდე კი მიხიელ სააკაშვილის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს პირველი პირი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ქეთრინ ეშტონს და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს. პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ასევე ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერთან და სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენთან.

 

ipn

, , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი