აშშ მთავრობა საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს

ჯონ ბასი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭრს მხარს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში. 

“მე არაერთხელ აღმინიშნავს და ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ღირს განმეორება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს და პარტიას მიმდინარე საარჩევნო პერიოდში. ის დახმარების პროგრამები, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მიმართულია ამ ქვეყნის ხალხის ხელშესაწყობად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი”, –განაცხადა ჯონ ბასმა და აღნიშნა, რომ უმთავრესი ამოცანაა, ხალხს ჰქონდეს გაზრდილი ნდობა დემოკრატიული პროცესებისადმი.

 

ipn

, , , ,

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი