Archive for category რელიგია

ილია მეორე მოსკოვს ეწვევა

პატრიარქისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს მოსკოვში მიემგზავრება . როგორც საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, უწმინდესი რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. უწმინდესი რუსეთში მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრება.

ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ერთობლივ წირვას 20 ნოემბერს, მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღავლენს. 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს კი, კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში წირვას აღავლენს და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

ილია მეორე: “რუსეთმა 200 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, დაენახა ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული”

ილია მეორეეს განცხადება  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ “ეხო მასკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი პატრიარქს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ესაუბრება და ინტერესდება, რაში ხედავს გამოსავალს ილია მეორე.
უწმინდესის განცხადებით, ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხიდან, მინიმუმ, ორი გამოსავალია და აუცილებელია, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებიც მოიძებნოს.
“ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვერ დავრჩებით. ეს საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც არაბუნებრივია. ჩვენ ისევ ისეთ ახლობლებად უნდა დავრჩეთ, როგორიც ადრე ვიყავით. საქართველო ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული რუსეთის ისტორიის, კულტურისა და ფილოსოფიის მიმართ. ვფიქრობ, რუსეთსაც ახსოვს საქართველო. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა მითხრა, აფხაზეთი არ გვჭირდებაო, ღმერთმა ქნას ასე იყოს. აფხაზეთი თუ საქართველოზე უნდა გაიცვალოს, ეს რისთვისაა საჭირო?”, – ბრძანებს პატრიარქი. Read the rest of this entry »

,

დატოვე კომენტარი

“გაუთვითცნობიერებელი” შეფასება “უპასუხისმგებლო” დეპუტატისგან – ნუგზარ წიკლაური მეუფე ზენონს დაუპირისპირდა

ზენონი vs  წიკლაურიროგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი მიიღო, რასაც როგორც საპატრიარქოს, ისე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მკაფიოდ ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ „ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე“. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ოპოზიცია სააკაშვილს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ვეტო„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის მიერ საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

მეუფე ზენონი: “ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული გარეგინ მეორე აღმოჩნდა”

მეუფე ზენონიეს განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ „მიუხედავად ამისა, ქართული ეკლესია დამარცხებული არც საქართველოში და არც არსად იქნება“. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

საპატრიარქო პარლამენტის მიერ მიღებული კანონის უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

საპატრიარქოროგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „პარლამენტის მიერ მიღებული კანონი როგორც ქართული ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ხელისუფლება საპატრიარქოს ღიად დაუპირისპირდა – რელიგიურ გაერთიანებებს იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა

პარლამენტისაქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი  კენჭისყრას არ ეწრებოდნენ, რადგან საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და გუშინ როგორც მეორე, ისე მესამე მოსმენით დაამტკიცა. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ხელისუფლება პატრიარქის მოთხოვნის მიმართ უპატივცემულობას იჩენს

უწმინდესიროგორც ცნობილია, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსის მინიჭების მიზნით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შედის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც კანონში ცვლილებების შეტანის პროცედურის შეწყვეტას ითხოვს.

უწმიდესის მოთხოვნას ხელისუფლების სხვადასხვა შტოში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ილია მეორე რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურის შეწყვეტას ითხოვს

ილია მეორეროგორც ცნობილია, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებები საჯარო სამართლის იურდიულ პირებად ჩაითვლებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შედის. კანონოპროექტის ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური არიან. უმრავლკესობის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საკმაოდ ნეგატიური შეფასებები როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან, თუმცა ცვლილებების მიღების პროცედურა პარლამენტში მაინც გრძელდება. აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანის პროცედურის შეწყვეტის მოთხოვნით ამჯერად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოდის. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი