Archive for category სამართალი

ავღანეთში სამსახური ქართველი სამხედროებისთვის სავალდებულო ხდება?!

axalaiaთბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში (ISAF – საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად 2004 წელს „ISAF“-ის ოპერაციაში 50 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, სადაც მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2007 წლის ნოემბრიდან გჰორის პროვინციის ქალაქ ჩაგჩარანში ქართველი ექიმები ლიტვის რესპუბლიკის კონტინგენტის პროვინციის რეკონსტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებენ სამშვიდობო მისიას 6-თვიანი როტაციით. 2009 წლის ნოემბრიდან კი პირველმა ქართულმა სამშვიდობო ასეულმა დაიწყო მისიის შესრულება ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ქალაქ ქაბულში, რეგიონული სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე „ვორჰაუზის“ ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. როტაციის პრინციპის შესაბამისად, ყოველ 6 თვეში ახალი ასეული ერთვება მისიაში. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ტურიზმი საქართველოში: რა უშლის ხელს უცხოური ინვესტიციების განხორციელებას

ტურიზმითბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. „ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში. არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით, გაგრძელებული მთის კურორტებით, სათხილამურო სპორტით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირსშესანიშნაობებით“, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე… არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ვაშაძის უწყებას იმ თვალსაზრისით, რომ ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად ნამდვილად მრავალი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში, თუმცა რეალურად რამდენად ვითარდება ტურიზმი – სხვა საკითხია. გვსურს, მკითხველს ორი მაგალითი მოვუყვანოთ განსჯისთვის –  რამდენად ვითარდება ტურიზმი და რა ან ვინ უშლის ხელს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

სამარელმა პოლიციელებმა 19 წლის მამუკა კახიშვილი ცემით მოკლეს

სამარელმა პოლიციელებმა 19 წლის მამუკა კახიშვილი ცემით მოკლეს. ინფორმაციას რუსული საგამომცემლო სახლი “პროვინცია” ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, დასახლება უპრავლენჩესკში მოხდა. 19 წლის კახიშვილი მეგობრებთან ერთად არმიიდან დაბრუნების აღსანიშნავად, კაფე “კასპია”-ში წავიდა. თავისუფალი ადგილის მოსაძებნად კაფეში მხოლოდ მამუკა კახიშვილი შევიდა, თუმცა, რამდენიმე წუთში დაბრუნდა და თქვა, რომ კაფე ბანკეტისთვის იყო დაკავებული და ადგილები არ იყო. ამის შემდეგ მეგობრები იქვე შეყოვნდნენ და მსჯელობდნენ, თუ სად წასულიყვნენ. Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას კანონდარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტისაქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ადვოკატების ცემისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები უნდა გამოიძიოს . ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

ადვოკატებზე თავდასხმების თემა რეზოლუციის იმ ნაწილში შევიდა, რომელიც საქართველოში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

“ევროპარლამენტის წევრები გამოხატავენ შეშფოთებას ადვოკატებზე პოლიციის შეტევისა და სასტიკი ცემის შემთხვევების გამო და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს ეს ფაქტები – დაუსჯელობა, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები და დამნაშავეები პასუხისმგელობაში მისცეს”, – ნათქვამია რეზოლუციაში. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ევროპარლამენტი ხელისუფლებას დევნილების უფლებების დაცვისა და მედიის თავისუფლების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტიევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს . ეს მოწოდება ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირდა.

ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, შექმნას სრული და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მათ შორის სექსუალურ ორიენტაციასა და და სქესობრივ იდენტიფიცირებაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ლევან მდინარაძე (DJ Rembo) „ქართული ოცნებისთვის“ დაიჭირეს

ლევან მდინარაძეთბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შვილის – ბერა ივანიშვილის ინფორმაციით, გუშინ, საღამოს, დააკავეს ცნობილი DJ ლევან მდინარაძე (DJ Rembo), რომელიც „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა.

„ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!“, – წერს „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე ბერა ივანიშვილი. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ტრიპოლსკი: „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა!“

ბიძინა ივანიშვილითბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესმდივან ირაკლი ტრიპოლსკის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ხელმეორედ 2005 წლის 8 აგვისტოს მიანიჭა. როგორც ტრიპოლსკი საკუთარ ბლოგზე წერს, „ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს აიღო და ამავე წელს მას შემდეგ დაკარგა, რაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო“. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ბესელია: “ივანიშვილს უკანონოდ მოექცნენ!”

ეკა ბესელიათბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქინფორმისთვის ბესელიას პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ განცხადებაშია ნათქვამი, „გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და კომენტარები გავრცელდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

სუბელიანის „სიამაყე“ – სიცივე, შიმშილი და უმუშევრობა დევნილთა ჩასახლებებში

დევნილთა ჩასახლება ანაკლიაშირამდენიმე დღის წინათ თბილისში ამბასადორიალი გაიმართა. საზღვარგარეთ აკრედიტებული ქართველი ელჩების წინაშე მთავრობის წევრები წარდგნენ. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გახლდათ, რომელმაც საკუთარი უწყების სფეროზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, თუ როგორ მიდის დევნილებისთვის ფართის დაკანონების პროცესი და აღნიშნა, რომ ფოთში უკვე დასრულდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, სადაც დევნილები შესახლდნენ და დასძინა, რომ მშენებლობები ზუგდიდში, წყალტუბოსა და ბათუმშიც გაგრძლდება. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

რისთვის მოკლეს ბიზნესმენი თემურ ყორშია (საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიება)

თემურ ყორშია2011 წლის 27 იანვარს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი თემურ ყორშია მოსკოვში დააპატიმრეს, რადგან საქართველოს შსს-ის მიერ იძებნებოდა. მისი საქართველოში ექსტრადიცია 2011 წლის აპრილში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ… 2011 წლის 25 მარტს ის საკანში „გაურკვეველ გარემოებებში“ გარდაიცვალა. მაშინ ხმა გავრცელდა, რომ ბიზნესმენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან საქართველოში ექსტრადიციის წინააღმდეგი იყო – აქ ნებისმიერ საპყრობილეში ყოფნის დიდ საფრთხეს ხედავდა.

თუმცა განსვენებულ ყორშიასთან დაახლოებულმა პირმა საიდუმლოდ აცნობა საქინფორმისსაკუთარ კორესპონდენტს, რომელიც ჟურნალისტურ გამოძებას აწარმოებდარომ ბიზნესმენის თითქმის მთელი გარემოცვა დარწმუნებულია  ყორშია საქართველოს დღევანდელიხელისუფლების დაკვეთით იქნა მოკლულინათესავებმა ბიზნესმენის ცხედრის საქართველოშიჩამოსვენება შეძლეს. როგორც ინკოგნიტო წყარომ ჩვენს ჟურნალისტს პრივატულ საუბარში აუწყა, მას საშინელი წამების კვალი  მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა და, როგორც ჩანს, სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა. ანუ ბიზნესმენი თემურ ყორშია სასტიკად იქნა მოკლული  Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

2 Comments