Posts Tagged ალასანია

ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – „შუა უნდა გაიკრიფოს“

ბიძინა ივანიშვილიჟურნალისტმა ია ანთაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად, ყოველგვარი შესწორების გარეშე გთავაზობთ:

– ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ? 

– მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს „ქართუ ბანკი“; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ივანიშვილთან შეხვედრის პატივი პირველად ალასანიას ერგო

ალასანია

როგორც საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს გაიმართა ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. ეს იყო პირველი შესაძლებლობა, როდესაც მათ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებასა და მომავალი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ოპოზიცია სააკაშვილს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ვეტო„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის მიერ საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: “ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლების პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე უნდა ვიფიქროთ”

ალასანიაამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა „Московские новости“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის პირადად იცნობდა და აფასებდა სერგეი ბაგაფშს, რომელსაც მომავალში ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

“შესანიშნავი ექვსეული” თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლას აგრძელებს

ალასანია„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „ოპოზიციური რვიანის“ „ნარჩენი“ 6 პარტიის – „ეროვნული ფორუმის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „კონსერვატიული პარტიის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „საქართველოს გზისა“ და „ხალხის პარტიის“ სახელით ხელისუფლების შეთავაზებებზე საბოლოო პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლების საბოლოო საარჩევნო ინიციატივებს არ იზიარებენ, თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლას კი „ექვსიანის“ ფორმატში გააგრძელებენ. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

“ლეღვის ფოთლები”, “რადიკალები” და გახარებული “ნაციონალები”

ბურჯანაძე-ოქრუაშვილიბოლო რამდენიმე დღეა, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს, შეიძლება ითქვას, მტრად გადაეკიდნენ. ტელეეკრანებიდან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის დამცირებისა და ლანძღვის მეტი არაფერი ისმის, რაც ნაციონალური ტელეარხების აქტიური განსჯის საგანი ხდება. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

ქეიდენაუსა და ალასანიას შორის პრივატული საუბარი შედგა

ალასანია ქეიდენაუროგორც ცნობილია, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრით დაიწყო. მოგვიანებით ქეიდენაუს ხელმძღვანელობით ამერიკული დელეგაცია ოპოზიციურ „რვიანს“ შეხვდა.

შემდგომში გაირკვა, რომ ქეიდენაუ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში პირისპირ ესაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერისა და ამერიკელი დიპლომატის ცალკე შეხვედრა რეზიდენციაში გამართული მიღების დროს გაიმართა. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: “დასავლელი პარტნიორები ყურში ჩურჩულის პოლიტიკიდან ღია განცხადებებზე გადავიდნენ”

ირაკლი ალასანიააღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ნატოს მინისტერიალზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.

არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ „ქართველი ხალხის ერთსულოვნებითა და საერთაშორისო მხარდაჭერით საქართველოში საარჩევნო კოდექსი შეიცვლება და თავისუფალ არჩევნებში მისი გუნდი ხელისუფლების დამარცხებას შეძლებს“. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: “სააკაშვილი ზნედაცემული პოლიტიკოსია, ოქრუაშვილი – უღირსი და მხდალი”

სააკაშვილი–ოქრუაშვილიბოლო დროს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მისამართით როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე ბრალდება და შეურაცხმყოფელი განცხადება გაისმა. 9 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, ირაკლი ალასანიამ ბრიტანეთში, “Chatham House”-ში სიტყვით გამოსვლისას, “სტრატეგიულად უმნიშვნელო საქართველოს” მიმართ დიდი ინტერესის გამო გაოცება გამოხატა. სიუჟეტს იმავე დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ქვეყნის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა და მკაცრად გააკრიტიკა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ალასანიას კრიტიკით გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდა. ალასანია ერთადერთი ქალწული იყო ქართულ პოლიტიკაში, უდავოდ დიდი მოლოდინითა და მხარდაჭერის იმხელა რესურსით, რომელსაც მეც კი ვინატრებდ 2007 წელს, მაგრამ ისე სწრაფად და იაფად დააკარგვინა მიშამ უბიწოება, მგონი თვითონაც ვერ მიხვდა, – განაცხადა ოქრუაშვილმა. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: „ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელების პოლიტიკური ნება არ იგრძნობა“

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საარჩევნო გარემოს საკითხებთან დაკავშირებით ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი