Posts Tagged ანაკლია

სუბელიანის „სიამაყე“ – სიცივე, შიმშილი და უმუშევრობა დევნილთა ჩასახლებებში

დევნილთა ჩასახლება ანაკლიაშირამდენიმე დღის წინათ თბილისში ამბასადორიალი გაიმართა. საზღვარგარეთ აკრედიტებული ქართველი ელჩების წინაშე მთავრობის წევრები წარდგნენ. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გახლდათ, რომელმაც საკუთარი უწყების სფეროზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, თუ როგორ მიდის დევნილებისთვის ფართის დაკანონების პროცესი და აღნიშნა, რომ ფოთში უკვე დასრულდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, სადაც დევნილები შესახლდნენ და დასძინა, რომ მშენებლობები ზუგდიდში, წყალტუბოსა და ბათუმშიც გაგრძლდება. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

რისთვის მოკლეს ბიზნესმენი თემურ ყორშია (საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიება)

თემურ ყორშია2011 წლის 27 იანვარს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი თემურ ყორშია მოსკოვში დააპატიმრეს, რადგან საქართველოს შსს-ის მიერ იძებნებოდა. მისი საქართველოში ექსტრადიცია 2011 წლის აპრილში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ… 2011 წლის 25 მარტს ის საკანში „გაურკვეველ გარემოებებში“ გარდაიცვალა. მაშინ ხმა გავრცელდა, რომ ბიზნესმენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან საქართველოში ექსტრადიციის წინააღმდეგი იყო – აქ ნებისმიერ საპყრობილეში ყოფნის დიდ საფრთხეს ხედავდა.

თუმცა განსვენებულ ყორშიასთან დაახლოებულმა პირმა საიდუმლოდ აცნობა საქინფორმისსაკუთარ კორესპონდენტს, რომელიც ჟურნალისტურ გამოძებას აწარმოებდარომ ბიზნესმენის თითქმის მთელი გარემოცვა დარწმუნებულია  ყორშია საქართველოს დღევანდელიხელისუფლების დაკვეთით იქნა მოკლულინათესავებმა ბიზნესმენის ცხედრის საქართველოშიჩამოსვენება შეძლეს. როგორც ინკოგნიტო წყარომ ჩვენს ჟურნალისტს პრივატულ საუბარში აუწყა, მას საშინელი წამების კვალი  მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა და, როგორც ჩანს, სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა. ანუ ბიზნესმენი თემურ ყორშია სასტიკად იქნა მოკლული  Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

2 Comments

ქსენოფობია – სამოთხის ვაშლი მხოლოდ მიშასთვის

მიშას სამოთხის ვაშლიორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართავს, რომელშიც მას ქსენოფობიური ხასიათის განცხადებებისგან თავის შეკავებას სთხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ქსენოფობიურად ახალი ზღვისპირა კურორტ ანაკლიის საზეიმო გახსნაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიიჩნევენ.

მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთსა და ანაკლიაში არსებული ვითარება ასე დაახასიათა: „იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი – ცივილიზაცია; იქით არის მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ – ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება“. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი