Posts Tagged არჩევნები

მიხეილ სააკაშვილი – არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები

მიხეილ სააკაშვილი

არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს გარშემო “ხელის ფათური” სულ უფრო მძაფრდება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გუშინ, ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან შეუქცევადად მიმდინარეობს. “არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები; ეს არის სრული უაპატივცემულობა ჩვენი ხალხის არჩევანის, რომელიც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველანაირი ცივილური კრიტირეუმებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

აშშ მთავრობა საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს

ჯონ ბასი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭრს მხარს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ბესელია: “ივანიშვილს უკანონოდ მოექცნენ!”

ეკა ბესელიათბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქინფორმისთვის ბესელიას პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ განცხადებაშია ნათქვამი, „გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და კომენტარები გავრცელდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ნინო ბურჯანაძე: “ოპოზიციურ “ექვსიანს” ბრძოლის გაგარძელების მორალური და პოლიტიკური უფლება აქვს”

ბურჯანაძეპარლამენტის ყოფილი თავმჯუდომარე მიიჩნევს, რომ „ხელისუფლებამ „რვიანისთვის“ გაკეთებული შეთავაზებებით თავისი რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოავლინა, მისი რეალური სახე კი ისაა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა და დიალოგი შეუძლებელია და მხოლოდ გარიგებაა მისაღები“.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი „რვიანში“ შემავალი ექვსი პარტიის მიერ ხელისუფლების შეთავაზებაზე უარის თქმას პოზიტიურად აფასებს და ფიქრობს, რომ დანარჩენმა ორმა პარტიამ ხელისუფლებასთან გარიგება პარლამენტში მოხვედრის მიზნით აწარმოა“. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

საარჩევნოდ დაფინანსება მხოლოდ ანკესზე წამოგებულ პარტიებს შეხვდებათ

რვიანისაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების წინადადების თანახმად, საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯები მილიონი ლარის ოდენობით მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმომწერ ბარიერგადალახულ პარტიებს აუნაზღაურდებათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოპოზიციური „რვიანისთვის“ წარდგენილ წინადადებებში ნათქვამია, რომ „საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავს, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის, 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად“. თუმცა ამავე წინადადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ პუნქტის პირობები გავრცელდება მხოლოდ იმ პარტიებზე, რომლებიც შეთანხმებაზე ხელს მოაწერენ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: “დასავლელი პარტნიორები ყურში ჩურჩულის პოლიტიკიდან ღია განცხადებებზე გადავიდნენ”

ირაკლი ალასანიააღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ნატოს მინისტერიალზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.

არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ „ქართველი ხალხის ერთსულოვნებითა და საერთაშორისო მხარდაჭერით საქართველოში საარჩევნო კოდექსი შეიცვლება და თავისუფალ არჩევნებში მისი გუნდი ხელისუფლების დამარცხებას შეძლებს“. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

მამუკა კაციტაძე: “ხელისუფლებას მოლაპარაკებების პროცესი ჩიხისკენ ხელოვნურად მიჰყავს”

კაციტაძესაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე პოლიტიკური ჯგუფის დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურებში პარლამენტში მინისტრების კვირეულის მიმდინარეობის გამო „ქრისტიან-დემოკრატების“ თხოვნას ასახელებენ. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

საქართველო ევროკავშირისგან იგნორირების მოლოდინში

ერიკ ფურნიეგასულ კვირას სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება” გაიმართა. როგორც ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ანგარიში 2010 წლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი განმარტებით, 2010 წელს მოდერნიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სერიოზული სვლა დემოკრატიისაკენ არ მომხდარა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: „ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელების პოლიტიკური ნება არ იგრძნობა“

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საარჩევნო გარემოს საკითხებთან დაკავშირებით ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ეუთო არჩევნებთან დაკავშირებულ გრძელვადიან პროცესებზე დაკვირვების მზადყოფნას გამოთქვამს

როგორც ცნობილია, ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო “თბილისი მარიოტში”  დღეს ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე იმსჯელეს. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი