Posts Tagged აფხაზეთი

ირაკლი ალასანია: “ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლების პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე უნდა ვიფიქროთ”

ალასანიაამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა „Московские новости“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის პირადად იცნობდა და აფასებდა სერგეი ბაგაფშს, რომელსაც მომავალში ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

დევნილი ლია დარცმელია: „სოხუმში მივდივარ!“

დევნილი ლია დარცმელიასაინფორმაციოანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთიდან დევნილ ლია დარცმელიასთან, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, სახელმწიფომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია, დღემდე არ აქვს საცხოვრებელი ფართი და არ აუღია დევნილთათვის განკუთვნილი კომპენსაცია. ლია დარცმელიას ინვალიდი შვილი ჰყავს, რომელსაც კუთვნილი პენსიაც კი მოუხსნეს და დღეს მას მხოლოდ დევნილებისთვის განკუთვნილი მიზერული ყოველთვიური ფულადი დახმარებითა და ახლობლების წყალობით გააქვს თავი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

საქართველოს ხელისუფლების მორიგი ანტისემიტური გამოხტომა

ებრაელებიროგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში საქართველო-ისრაელის ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბა. ალბათ, ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს გაღიზიანება შეიარაღების მიყიდვაზე ისრაელის უარმა გამოიწვია, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი მოჰყვა – ქართველმა სამართალდამცველებმა გასული წლის ოქტომბერში ებრაელი ბიზნესმენები – რონი ფუქსი და ზეევ ფრენკიელი – სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დააკავეს. მართალია, ბიზნესმენებს საქართველოსთვის 100 მლნ მართლაც მართებდათ, თუმცა საქმე მხოლოდ მას შემდეგ გაიჩარხა, რაც საქართველომ ისრაელისგან სამხედრო თანამშრომლობაზე უარი მიიღო. ამბობენ, რომ ისრაელის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას არაერთხელ დაურეკა და ბიზნესმენების გათავისუფლება სთხოვა, თუმცა ფუქსი და ფრენკიელი დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი