Posts Tagged გაერო

შავი ყუთი ნაპოვნია – კონგოს კატასტროფის უცნობი დეტალები

კონგოს კატასტროფამკითხველისთვის უკვე ცნობილია ის სამწუხარო შემთხვევა, რომელიც კონგოში გუშინ მოხდა. თვითმფრინავმა, რომელიც გაერო–ს მისიას ემსახურებოდა, კონგოში, ქალაქ კინშასას აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავი ტროპიკულ წვიმაში მოყვა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ლაინერი მიწაზე დაცემისას შუაზე გადაიხსნა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის დროს კომპანია „აირზენას“ კუთვნილი ლაინერის – „სიარჯი-100“-ის ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, ამოცნობილთა შორის არიან 22 წლის სულიკო ცუცქირიძე, რომელიც ახალციხის რაიონში ცხოვრობდა, ქუთაისელი გურამ კეპულაძე, ასევე, ალბერტ მანუკოვი და ხომალდის მეთაური ალექსეი ოგანესიანი. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ოპონენტებს მის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს მხარდაჭერა ექნებათ

ნინობურჯანაძეროგორც ცნობილია, ლიბისიის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით 2011 წლის 17 მარტს გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუცია მიიღო, რომელიც  მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას მიმართოს ყველა საჭირო ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ამ დოკუმენტის მიღებას საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა. „საქართველო მიესალმება ინიციატორი და მხარდამჭერი ქვეყნების გადაწყვეტილებას. იგი მუდამ იყო და იქნება იმ სახელმწიფოთა გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და ხალხის თავისუფალ არჩევანს”, – ნათქვმია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი