Posts Tagged გირგვლიანი

ადვოკატები პარლამენტის წინ 5-დღიან შიმშილობას იწყებენ

პარლამენტიდღეს, 17 მაისს, ადვოკატთა კორპუსი პარლამენტის წინ შიმშილობის 5-დღიან აქციას იწყებს.

„ეს მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა იქნება შედეგი იმ უკანონობისა და უსამართლობისა, დღევანდელ სამართლებრივ სისტემაში ყოველდღიურად რომ ვაწყდებით. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, ჩვენ მხოლოდ სამართალს ვითხოვთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ლია მუხაშავრია თინა ბურჯალიანს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს

მუხაშავრიაროგორც ჩვენთან საუბრისას უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაკვალიფიციური განცხადებები გაკეთდა. მუხაშავრია ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანს აკრიტიკებს და მას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში წაგებულ საქმეს შეახსენებს. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყება

სანდრო გირგვლიანიროგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განგვიცხადა, სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროკონვენციის იმ უფლებების დარღვევა დაადგინა, რასაც მოკლულის ოჯახის ადვოკატები ითხოვდნენ. კერძოდ, სასამართლომ დარღვეულად ცნო სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების შესახებ ევროკონვენციის მუხლები და საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში მოსარჩელე მხარისთვის 50 ათასი ევროს გადახდა და გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება დააკისრა. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება 26 აპრილს გახდება ცნობილი

გირგვლიანიროგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი მიმდინარე წლის 22 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილების შინაარსი კი საზოგადოებისთვის 26 აპრილს გახდება ცნობილი. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი