Posts Tagged გრიგოლია

ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება?

გრიგოლიაროგორც ცნობილია, გასულ კვირას მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცი იმის შესახებ, თიტქოს „ქრისტიან–დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი ინგა გრიგოლია შიდაუთანხმოების გამო პარტიის დატოვებას გეგმავს. თუმცა, თავად ლიდერმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. დღეს კი საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ გრიგოლია არა მხოლოდ პარტიის, არამედ პოლიტიკის დატოვებასაც გეგმავს და ჟურნალისტიკაში აპირებს დაბრუნებას. საქინფორმის წყაროს მტკიცებით, „უახლოეს მომავალში გრიგოლია ერთ–ერთი პოლიტიკური გადაცემას წამყვანად მოგვევლინება, მის პარტიულ ადგილს კი უკვე დაადგეს თვალი სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა“. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

ინგა გრიგოლია: „ვეჭვობ, მომავალ არჩევნებამდე ხელისუფლების ტერიტორის ატანა მოგვიწევს“

ინგა გრიგოლია“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებსა და “ქრისტიან-დემოკრატების” საკრებულოს ფრაქციას შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც  ქდმ-ს საკრებულოს დეპუტატმა ინგა გრიგოლიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, იმ დროს, როდესაც ისინი საგადასახადო ტარიფების გაძვირების საკითხთან დაკავშირებით ნიკო მარის ქუჩაზე ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობას ხვდებოდნენ, შეხვედრის ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების ერთი ჯგუფი მივარდა და საკმაოდ აგრესიული რიტორიკით ხალხის დაშლა მოითხოვა. „მხოლოდ ნიღბები აკლდათ, სხვა მხრივ სპეცრაზმელებივით იქცეოდნენ. ჩვენ მათი ვინაობებიც დავადგინეთ. ესენი არიან ვალერი მუჯირიშვილი, ზურაბ ძნელაძე, მამუკა რაზმაძე და პაატა კობალეიშვილი. განსაკუთრებით აგრესიული მუჯირიშვილი გახლდათ. ისინი ითხოვდნენ, ხალხი სასწრაფოდ დაშლილიყო და თან ამბობდნენ – უბანი არის ხვიჩა სანაიასი და მისი მეგობრები სანაიას კრიტიკას არ დავუშვებთო. ხალხს ემუქრებოდნენ, დაიშალეთ თორემ დაგშლითო. ხვიჩა სანაია საკრებულოში ისანი-სამგორის რაიონის დეპუტატია “ნაციონალური მოძრაობიდან”. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, რასაც არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის ტერორის სახე აქვს და ამ ტერორის ატანა წელიწადნახევარი მოგვიწევს”, – განაცხადა გრიგოლიამ.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

„ქრისტიან–დემოკრატების“ პროგნოზით, ხელისუფლება მოქალაქეების დასჯას გეგმავს, რასაც შესაძლოა, საპროტესტო ტალღა მოჰყვეს

გირგოლიას ბრიფინგითბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რომელიმე კომუნალური გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ, სადამსჯელო ღონისძიებების შეჩერებას მოითხოვენ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი