Posts Tagged დემოკრატია

აშშ მთავრობა საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს

ჯონ ბასი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭრს მხარს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

4 ადამიანის პლასტმასის ხელბორკილებდადებული გვამი მცხეთაში იპოვეს

მიშარამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო–საქინფორმის რედაქციაში შემოვიდა სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში, ერთ–ერთი ხიდის ქვეშ 4 ადამიანის გვამი იპოვეს, რომელთაც ხელებზე პლასტმასის ხელბორკილები ადევთ.

sula: ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ისინი ისეთივე დაღუპული მომიტინგეები არიან, როგორებიც თავისუფლების მოედანზე ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი 2 ადამიანი.

სისხლიანი 26 მაისის ღამის ისტორიაში მსხვერპლის რაოდენობა 8–მდე გაიზარდა – ესეც მიშას დემოკრატია, რომელზეც საუბრითაც ჩვენი პრეზიდენტი არასოდეს იღლება…

http://saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=5583:2011-06-08-09-24-10&catid=88:politika2&Itemid=457

, , , ,

2 Comments

სააკაშვილისთვის დემოკრატია სკოლის მერიხდან იწყება და პატრიოტთა ბანაკში მთავრდება

დემოკრატიასაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას განაცხადა, რომ “დემოკრატია არ არის, თუ რამდენიმე ასეული ადამიანი მიჩნევს, რომ სადმე, ქალაქის ცენტრში ალიაქოთი უნდა მოაწყოს , მაქსიმალურად აურიოს სიტუაცია, რათა თანამდებობები დაიბრუნონ”.

“მათ ჰგონიათ, რომ დანარჩენი ხალხი ბრიყვია და ყველაფერი მხოლოდ თავად ეკუთვნით. დემოკრატია ღირსების შენარჩუნება, შეხედულებების გამოვლენა და საზოგადოებაში სიმართლის გატანაა. დემოკრატია არის თქვენი საქმიანობა სკოლის მერხიდან დაწყებული და პატრიოტთა ბანაკებით დამთავრებული. თქვენი ღირსების შენარჩუნება, თქვენი შეხედულებების გამოვლენა, ბევრი თქვენნაირი ადამიანის პოვნა და სტრუქტურად ჩამოყალიბება, თქვენი სიმართლის გატანა და დამტკიცება საზოგადოებისთვის, რათა დანარჩენებმა დაგიჯერონ – აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია”, – განაცხადა სააკაშვილმა. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: “დასავლელი პარტნიორები ყურში ჩურჩულის პოლიტიკიდან ღია განცხადებებზე გადავიდნენ”

ირაკლი ალასანიააღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ნატოს მინისტერიალზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.

არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ „ქართველი ხალხის ერთსულოვნებითა და საერთაშორისო მხარდაჭერით საქართველოში საარჩევნო კოდექსი შეიცვლება და თავისუფალ არჩევნებში მისი გუნდი ხელისუფლების დამარცხებას შეძლებს“. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

საქართველო ევროკავშირისგან იგნორირების მოლოდინში

ერიკ ფურნიეგასულ კვირას სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება” გაიმართა. როგორც ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ანგარიში 2010 წლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი განმარტებით, 2010 წელს მოდერნიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სერიოზული სვლა დემოკრატიისაკენ არ მომხდარა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი