Posts Tagged ევროკავშირი

ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – „შუა უნდა გაიკრიფოს“

ბიძინა ივანიშვილიჟურნალისტმა ია ანთაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად, ყოველგვარი შესწორების გარეშე გთავაზობთ:

– ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ? 

– მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს „ქართუ ბანკი“; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

გიორგი ბარამიძე: “ხორცის გაძვირება ევროკავშირმა დაგვაძალა”

ბარამიძეროგორც ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ კონფერენციაზე – „თანამშრომლობა ევროპული მომავლისათვის“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ხორცზე ფასის 80%-იანი  ზრდა იმ ზომებმა გამოიწვია, რომელთა მიღებასაც საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის ექსპერტები ითხოვდნენ“.

ბარამიძე დღევანდელ გამოსვლებში ორაზროვანი განცხადებებით გამოირჩეოდა, რადგან, ერთი მხრივ, ხელისუფლების საქციელს ამართლებდა, მეორე მხრივ კი, ამ გადაწყვეტილების ნაკლოვანებებზე მიუთითებდა. „ეს სერიოზული პრობლემაა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. არა მგონია, ეს ევროკავშირის ინტერესებში შედიოდეს, თუმცა გავაკეთეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო სტანდარტები“, – განმარტა ბარამიძემ, რითაც, ფაქტობრივად, ხაზი იმ გარემოებას გაუსვა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი საერთაშორისო სტანდარტებამდე მისვლაა, თუნდაც ეს საკუთარი ხალხის შიმშილის ფასად დაუჯდეს. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინგლისური ენა და ბოლოს ქართული – რა იქნება შემდეგი “პრიორიტეტი”

მიხეილ სააკაშვილიროგორც ცნობილია, ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც წინ ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში უძღოდა. ორივე დოკუმენტი საკმაოდ კრიტიკული იყო საქართველოსთან მიმართებაში. ცნობილია ისიც, რომ ევროსტრუქტურებისთვის ძირითად პრიორიტეტებს შორის, სასამართლოსა და მედიის თავისუფლებისა და თავისუფალი არჩევნების გარდა, ეთნოუმცირესობების უფლებების დაცვაცაა.კრიტიკული დოკუმენტების გამოქვეყენებას, რატომღაც, დაემთხვა პრეზიდენტ სააკაშვილის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც, ერთი მხრივ, ქართული ენის მოვლას, მეორე მხრივ კი, სწორედ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას ეხება. ხელისუფლებას რომ ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები არ გააჩნია, ამაში საზოგადოება ყოველდღე რწმუნდება. პრიორიტეტი მმართველი გუნდისთვის ხან – ტურიზმი, ხან – სოფლის მეურნეობის განვითარება, ხანაც ინგლისური ენის პოპულარიზაციაა. ამჯერად პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრიორიტეტად ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის მაღალ დონეზე სწავლება დაასახელა. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

საქართველო ევროკავშირისგან იგნორირების მოლოდინში

ერიკ ფურნიეგასულ კვირას სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება” გაიმართა. როგორც ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ანგარიში 2010 წლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი განმარტებით, 2010 წელს მოდერნიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სერიოზული სვლა დემოკრატიისაკენ არ მომხდარა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

დაბრუნება ედემში – ევროპაში შესასვლელად ევროპიდან გამოსვლა ყოფილა საჭირო

დიმიტროვისაქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო “რედისონში” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის” პრეზენტაციისას განაცხადა, რომ „თუ საქართველო სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებას წარმატებით არ შეასრულებს, ევროპის დახურული კარის წინაშე აღმოვჩნდებით”. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი