Posts Tagged ევროპა

მიხეილ სააკაშვილი – არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები

მიხეილ სააკაშვილი

არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს გარშემო “ხელის ფათური” სულ უფრო მძაფრდება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გუშინ, ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან შეუქცევადად მიმდინარეობს. “არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები; ეს არის სრული უაპატივცემულობა ჩვენი ხალხის არჩევანის, რომელიც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველანაირი ცივილური კრიტირეუმებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – „შუა უნდა გაიკრიფოს“

ბიძინა ივანიშვილიჟურნალისტმა ია ანთაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად, ყოველგვარი შესწორების გარეშე გთავაზობთ:

– ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ? 

– მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს „ქართუ ბანკი“; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

საქართველო ევროკავშირისგან იგნორირების მოლოდინში

ერიკ ფურნიეგასულ კვირას სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება” გაიმართა. როგორც ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ანგარიში 2010 წლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი განმარტებით, 2010 წელს მოდერნიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სერიოზული სვლა დემოკრატიისაკენ არ მომხდარა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

დაბრუნება ედემში – ევროპაში შესასვლელად ევროპიდან გამოსვლა ყოფილა საჭირო

დიმიტროვისაქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო “რედისონში” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის” პრეზენტაციისას განაცხადა, რომ „თუ საქართველო სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებას წარმატებით არ შეასრულებს, ევროპის დახურული კარის წინაშე აღმოვჩნდებით”. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების შეფერხებას სააკაშვილი ევროპას აბრალებს

უცხოურ მედიასდთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ “საქართველო ნატო-ს წევრობის მსურველ სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო “მოსწავლეა” და მუდმივად საუკეთესო შეფასებებს იღებს, თუმცა ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით ევროპას საერთო პოზიცია არ აქვს“. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი