Posts Tagged ევროპარლამენტი

მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას ისტორიული უწოდა

saakashviliსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას ისტორიული უწოდა . როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს, მოსახლეობისადმი პირდაპირი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა არჩევითმა ორგანომ რეზოლუციის მრავალ პუნქტში დააკანონა, რომ რუსეთის ყოფნა საქართველოში არის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.

“ეს რეზოლუცია ჩვენთვის რამდენიმე ასპექტით არის მნიშვნელოვანი ჩვენს დიდ ბრძოლაში საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, საბოლოო დეოკუპაციისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ორაზროვნად დაფიქსირებულია, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას კანონდარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტისაქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ადვოკატების ცემისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები უნდა გამოიძიოს . ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

ადვოკატებზე თავდასხმების თემა რეზოლუციის იმ ნაწილში შევიდა, რომელიც საქართველოში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

“ევროპარლამენტის წევრები გამოხატავენ შეშფოთებას ადვოკატებზე პოლიციის შეტევისა და სასტიკი ცემის შემთხვევების გამო და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს ეს ფაქტები – დაუსჯელობა, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები და დამნაშავეები პასუხისმგელობაში მისცეს”, – ნათქვამია რეზოლუციაში. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ევროპარლამენტი ხელისუფლებას დევნილების უფლებების დაცვისა და მედიის თავისუფლების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტიევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს . ეს მოწოდება ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირდა.

ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, შექმნას სრული და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მათ შორის სექსუალურ ორიენტაციასა და და სქესობრივ იდენტიფიცირებაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ვეროპარლამენტი საქართველოში მთელი რიგი რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს

ერჟი ბუზეკიევროპარლამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიის პლურალიზმისა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მხრივ ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტის თავმჯდომარე ერჟი ბუზეკმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს გატარებული რეფორმები მიულოცა, თუმცა, ამავე დროს, ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი