Posts Tagged ელჩი

სუბელიანის „სიამაყე“ – სიცივე, შიმშილი და უმუშევრობა დევნილთა ჩასახლებებში

დევნილთა ჩასახლება ანაკლიაშირამდენიმე დღის წინათ თბილისში ამბასადორიალი გაიმართა. საზღვარგარეთ აკრედიტებული ქართველი ელჩების წინაშე მთავრობის წევრები წარდგნენ. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გახლდათ, რომელმაც საკუთარი უწყების სფეროზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, თუ როგორ მიდის დევნილებისთვის ფართის დაკანონების პროცესი და აღნიშნა, რომ ფოთში უკვე დასრულდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, სადაც დევნილები შესახლდნენ და დასძინა, რომ მშენებლობები ზუგდიდში, წყალტუბოსა და ბათუმშიც გაგრძლდება. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ღია წერილი აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს

აშშ–ის ელჩიბატონო ელჩო, ეს წერილი თქვენი ქორწინების მიზეზით როდი დაიწერა, რის გამოც რამდენიმე დღის წინათ კალიფორნიაში გაემგზავრეთ, ის თქვენს სამსახურებრივ წუნს უკავშირდება. მოგმართავთ იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ბრძანდებით აშშ-ის მეფისნაცვალი საქართველოში, თუმცა, რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისგან განსხვავებით, აქ საკმაოდ უხეირო როლს თამაშობთ.

საქართველოში მუშაობის მესამე წლისთავზე თქვენ, ალბათ, არაერთხელ გსმენიათ უნიკალური ქართული ხალხური სიმღერები და იცით, რომ ოთხ ხმაში მთავარი აქ „ბასია“, რომელიც ტონალობას უჩვენებს, ხოლო დანარჩენი სამი სრულად ორიენტირებულია მასზე. „ბასის“ როლი ქართულ პოლიტიკურ „მრავალხმიანობაში“ იდენტურია: ქართულ პოლიტიკას ტონს ელჩი ბასი აძლევს, ხოლო ხელისუფლების სამი შტო – პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა – სრულად ორიენტირებულია მასზე. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ჯონ ბასის საქართველოში დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია

ჯონ ბასი2011 წლის 26 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოების და პოლიტიკოსთა ნაწილის მხრიდან საქართველოში აშშ–ის ელჩის ჯონ ბასის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გაისმა. საზოგადოების ნაწილი მისი ქვეყნიდან გაწვევასაც ითხოვდა, ზოგიერთი ორგანიზაცია კი ელჩის „პერსონა ნონგრატად“ გამოცხადების ინიციატივითაც გამოვიდა.

უკვე რამდენიმე დღეა, ჯონ ბასი საქართველოში არ იმყოფება, მის მოვალეობას კი ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი ასრულებს. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

საქართველო ევროკავშირისგან იგნორირების მოლოდინში

ერიკ ფურნიეგასულ კვირას სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება” გაიმართა. როგორც ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ანგარიში 2010 წლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი განმარტებით, 2010 წელს მოდერნიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სერიოზული სვლა დემოკრატიისაკენ არ მომხდარა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი