Posts Tagged ივანიშვილი

რა მოხდა სინამდვილეში ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

bidzinaთბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გუშინ, 2011 წლის 1 ნოემბერს, ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქართული და უცხოური მედიასაშუალებების 200-ზე მეტი წარმომადგენელი აშუქებდა. ნაციონალურმა ტელეარხებმა და სხვადასხვა ინტერნეტმედიასაშუალებამ ჯერ კიდევ პრესკონფერენციის დაწყებამდე გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჟურნალისტებს ივანიშვილის ბიზნესცენტრში შესვლისას პრობლემები შეექმნათ და მათ მიმართ გარკვეულ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი… პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის მიმართ საზოგადოების ზეინტერესის გამო, რაღა თქმა უნდა, პრესკონფერენციაზე დასასწრებად აკრედიტაცია საქინფორმმაცგაიარა და ეპიცენტრში ორი კორესპონდენტი გაუშვა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პრესკონფერენციაზე შესვლისას და არც მიმდინარეობისას არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია და არც შეურაცხყოფას ჰქონია ადგილი ჩვენი მისამართით. ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხეთ, კითხვის დასმა იყო და ისიც იმ „Live-შოუს“ გამო, რომლის მოწყობაც ჟურნალისტებს „ნაციონალმა“ ხელმძღვანელებმა დაავალეს. Read the rest of this entry »

,

დატოვე კომენტარი

ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – „შუა უნდა გაიკრიფოს“

ბიძინა ივანიშვილიჟურნალისტმა ია ანთაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად, ყოველგვარი შესწორების გარეშე გთავაზობთ:

– ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ? 

– მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს „ქართუ ბანკი“; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ლევან მდინარაძე (DJ Rembo) „ქართული ოცნებისთვის“ დაიჭირეს

ლევან მდინარაძეთბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შვილის – ბერა ივანიშვილის ინფორმაციით, გუშინ, საღამოს, დააკავეს ცნობილი DJ ლევან მდინარაძე (DJ Rembo), რომელიც „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა.

„ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!“, – წერს „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე ბერა ივანიშვილი. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ბიგვავას კლიენტები: პოლიტიკის გამო გარდაცვლილი ჟვანია, პოლიტიკურად გარდაცვლილი ბურჯანაძე და ცოცხალი ივანიშვილი

ბიგვავა,ივანიშვილი,ბურჯანაძე,ჟვანიათბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი ზურაბ ბიგვავა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გახდა. როგორც ბიგვავა თავად განმარტავს, „უკვე ერთი კვირაა, რაც ის პოლიტიკოსობის მსურველი ბიზნესმენის ინიციატივით, მასთან კონსულტაციებს მართავს“.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პოლიტიკურ გუნდში ნაკლებად მოვიაზრები. მე პოლიტიკური პიარის სპეციალისტი გახლავართ და ბიძინა ივანიშვილთან სწორედ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობ. რაც შეეხება პარტიის სამომავლო გეგმებს, დღეს რამდენიმე განცხადება გავრცელდება, რომლებშიც სწორედ ამაზე იქნება საუბარი“, – განაცხადა ბიგვავამ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ზურაბ ბიგვავა: „ყოჩი გამოჩნდა და აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში“

ბიგვავათბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, „პოლიტიკური ელიტა ელოდა ყოჩს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახით გამოჩნდა“.

„მე დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ოპოზიციურად ვარ განწყობილი. ეს ცნობილია და მე ვეძებ ადამიანს, რომელიც ამ ხელისუფლების შეცვლის თვალსაზრისით რაციონალური და პერსპექტიული იქნება. პოლიტიკური სპექტრი ელის ყოჩს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახით გამოჩნდა. დღეს უკვე ოპოზიციურ სპექტრს პოლიტიკური მენეჯერი ჰყავს, რომელსაც ამ სპექტრისა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის მცდელობის პროცესის ორგანიზება შეუძლია, – განაცხადა ბიგვავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

კახი კალაძე: „ბატონო ბიძინა, მიგულეთ თქვენ გვერდით!“

კალაძეთბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ფეხბურთელი კახი კალაძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „Facebook“-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება. მართალია, სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება,მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულდაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

შალვა რამიშვილი: „სააკაშვილის მოშორების საქმეში მონაწილეობა მსურს“

რამიშვილითბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საჯარო მიმართვას უგზავნის, რომელშიც აცხადებს, რომ „ბიზნესმენს მიხეილ სააკაშვილის მოსაშორებლად დიდი რესურსი აქვს“ და მას „ამ საქმეში მონაწილეობა სურს“.

რამიშვილის მიმართვას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი პერსონისადმი ძალიან დიდი ინტერესია. ცხადია, ეს ივანიშვილის შემოთავაზებამ გამოიწვია. ამიტომ მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია: Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ივანიშვილმა „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოსტი „ფორუმელ“ ნოდარ ჯავახიშვილს შესთავაზა

ჯავახიშვილიბიზნესმენმა და მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერ ნოდარ ჯავახიშვილს „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზა. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ივანიშვილსა და მას შორის გამართული შეხვედრის თემა სწორედ ეს წინადადება იყო.

„მე ჯერ უნდა მივიდე „ქართუ ჯგუფში“ და გავეცნო იქ არსებულ სიტუაციას. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი პოლიტიკასაც შეეხო. „ბუნებრივია, შეხვედრაზე პოლიტიკაზე საუბარს გვერდი ვერ ავუარეთ. მე ნამდვილად არ ვიყავი უფლებამოსილი, ბატონ ბიძინასთან „ეროვნული ფორუმის“ სახელით მესაუბრა, თუმცა „ფორუმსა“ და მას შორის შეხვედრასა და შესაძლო თანამშრომლობაზე ნამდვილად ვილაპარაკეთ“, – აღნიშნა მან. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ტრიპოლსკი ივანიშვილი-ოქრუაშვილის მოლაპარაკებებს უარყოფს

ტრიპოლსკიროგორც ცნობილია, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა საზოგადოებას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული პარტიის“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ამცნო.

კიწმარიშვილის ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ბიძინა ივანიშვილი: “აუცილებლად მოვალ! აუცილებლად მოვალ!”

ბიძინა ივანიშვილიბინზესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიმართავს. სულას ბლოგი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა, ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ. ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია, სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს. ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამის დასამტკიცებლად მე გავიხსენებ რამდენიმე დეტალს ჩემი ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ „ვედომოსტს“ მივეცი 2005 წელს (იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ვერაფერს გადაჭარბებულს ინტერვიუში ვერ ვიტყოდი, რადგან ელემენტარულ ცდომილებასაც არავინ მაპატიებდა). Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი