Posts Tagged “კავკასია”

გრიგოლ ვაშაძე: “კრემლი ან ნებით შეეგუება იმას, რომ საქართველო ნატო-ში შესვლის უფლებას გამოიყენებს, ან ამის გაკეთება მოუწევს”

გრიგოლ ვაშაძესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, “კრემლს ორი არჩევანი აქვს – ან უნდა მიეჩვიოს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანების უფლებას გამოიყენებს, ან ამასთან შეგუება კბილების ღრჭიალით მოუწევს”.

ასე გამოეხმაურა მინისტრი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის მიერ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

რუსეთს “სააკაშვილის მორიგი ავანტიურის გამო სამხრეთ კავკასიაში ვითარების მორიგი დესტაბილიზაცია არ სურს”

sergei lavroviრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “რუსეთს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავანტიურის გამო სამხრეთ კავკასიაში ვითარების მორიგი დესტაბილიზაცია არ სურს”.

როგორც მან დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “რუსეთის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ასპირანტ ქვეყნად მოიხსენიებენ”.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ბიძინა ივანიშვილი: “აუცილებლად მოვალ! აუცილებლად მოვალ!”

ბიძინა ივანიშვილიბინზესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიმართავს. სულას ბლოგი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა, ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ. ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია, სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს. ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამის დასამტკიცებლად მე გავიხსენებ რამდენიმე დეტალს ჩემი ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ „ვედომოსტს“ მივეცი 2005 წელს (იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ვერაფერს გადაჭარბებულს ინტერვიუში ვერ ვიტყოდი, რადგან ელემენტარულ ცდომილებასაც არავინ მაპატიებდა). Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი