Posts Tagged “მაესტრო”

ტრიპოლსკი ივანიშვილი-ოქრუაშვილის მოლაპარაკებებს უარყოფს

ტრიპოლსკიროგორც ცნობილია, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა საზოგადოებას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული პარტიის“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ამცნო.

კიწმარიშვილის ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ბიძინა ივანიშვილი: “აუცილებლად მოვალ! აუცილებლად მოვალ!”

ბიძინა ივანიშვილიბინზესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიმართავს. სულას ბლოგი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა, ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ. ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია, სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს. ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამის დასამტკიცებლად მე გავიხსენებ რამდენიმე დეტალს ჩემი ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ „ვედომოსტს“ მივეცი 2005 წელს (იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ვერაფერს გადაჭარბებულს ინტერვიუში ვერ ვიტყოდი, რადგან ელემენტარულ ცდომილებასაც არავინ მაპატიებდა). Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

“მაესტროს” აქციების 25% მაკა ასათიანმა იყიდა

მაკა ასათიანიროგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინათ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და რადიო „ნაცნობის“ ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ტელეკომპანიის აქციათა 50% მომღერალ გია გაჩეჩილაძეს (უცნობს) გადაეცა.
როგორც მაშინ „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ განაცხადა, „თავისუფალი სიტყვის გაძლიერებისთვის ტელეკომპანია „მაესტროსა“ და რადიო „ნაცნობს“ შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რადიო „ნაცნობი“ როგორც რადიო „მაესტრო“, ტრანსფორმირდება, ტელეკომპანიის აქციათა 50% კი, 2006 წელს მიღებული შეთანხმების საფუძველზე, გია გაჩეჩილაძეს გადაეცემა“. საქინფორმის ინფორმაციით, ტელეკომპანიის აქციათა 50%-ის მფლობელი 10-მდე ადამიანი იყო, 50%-ს კი სწორედ გია გაჩეჩილაძე ფლობდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინათ „უცნობმა“ საკუთარი წილის ნახევარი (25%) დიზაინერ მაკა ასათიანს მიჰყიდა. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი