Posts Tagged მედია

ევროპარლამენტი ხელისუფლებას დევნილების უფლებების დაცვისა და მედიის თავისუფლების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტიევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს . ეს მოწოდება ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირდა.

ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, შექმნას სრული და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მათ შორის სექსუალურ ორიენტაციასა და და სქესობრივ იდენტიფიცირებაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ერიკ ფურნიე: “სამსახურის დაკარგვის შიშით ქართველი ჟურნალისტები თვითცენზურას მიმართავენ”

ფურნიესაფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე ჟურნალ “თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. დიპლომატის განცხადებით, „ქართული მედიის სუსტი მხარეები უამრავ ანგარიშშია აღწერილი“.

ქართული მედიის დღევანდელ მდგომარეობას ერიკ ფურნიე ასე აფასებს: “არხები, რომლებზეც ვერავინ გეტყვით, ვის ეკუთვნის; მთავარი რედაქტორები, რომლებიც თემებს თვითნებურად ირჩევენ; ჟურნალისტები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით თვითცენზურას მიმართავენ, პროფკავშირის არარსებობა საავტორო უფლებების დასაცავად; კვალიფიკაციის ნაკლებობა, რაც უმრავლესობას საშუალებას აძლევს შეუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელოს; დაპირისპირებული დებატების არარსებობა; მოკლედ, არასრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც პროვინციებში ხშირად ხელმისაწვდომი არ არის”.

,

1 კომენტარი

ვეროპარლამენტი საქართველოში მთელი რიგი რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს

ერჟი ბუზეკიევროპარლამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიის პლურალიზმისა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მხრივ ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტის თავმჯდომარე ერჟი ბუზეკმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს გატარებული რეფორმები მიულოცა, თუმცა, ამავე დროს, ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი