Posts Tagged მემარჯვენეები

„ოპოზიციური შვიდიანის“ მოლოდინში

ახლებიროგორც ცნობილია, „ახალმა მემარჯვენეებმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი „ოპოზიციური რვიანი“ დატოვეს. ისინი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს დათანხმდნენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „რვიანმა“ საკუთარი თავი უკვე ამოწურა და იგი აღარ არსებობს“. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

საარჩევნოდ დაფინანსება მხოლოდ ანკესზე წამოგებულ პარტიებს შეხვდებათ

რვიანისაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების წინადადების თანახმად, საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯები მილიონი ლარის ოდენობით მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმომწერ ბარიერგადალახულ პარტიებს აუნაზღაურდებათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოპოზიციური „რვიანისთვის“ წარდგენილ წინადადებებში ნათქვამია, რომ „საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავს, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის, 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად“. თუმცა ამავე წინადადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ პუნქტის პირობები გავრცელდება მხოლოდ იმ პარტიებზე, რომლებიც შეთანხმებაზე ხელს მოაწერენ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ჯერ კიდევ დასარიგებელი და უუნარო ვაუჩერები დასავლეთ საქართველოში

ვაუჩერი„ახალი მემარჯვენეების“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, წალენჯიხის საკრებულოს წევრ დავით ბელქანიას ინფორმაციით, წალენჯიხის მოსახლეობას დღემდე სრულად სასურსათო და ენერგოვაუჩერებით არ უსარგებლია.

„ვაუჩერები რაიონში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტს დაურიგდა. მართალია, მეორე ეტაპზე დანაკლისი ვაუჩერები გამოიგზავნა, თუმცა ისინი ფინანსურად ჯერ უზრუნველყოფილი არ არის და ფარატინა ქაღალდს წარმოადგენს. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ვაუჩერებით სარგებლობის საშუალება აღდგომამდე მაინც მიეცემათ“, – ნათქვამია ბელქანიას მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი