Posts Tagged მსო

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 9 ნოემბერს ჟენევაში გაფორმებული დოკუმენტების პაკეტი დაამტკიცა

სააკაშილისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 9 ნოემბერს ჟენევაში გაფორმებული დოკუმენტების პაკეტი დაამტკიცა.

პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის საქონლით ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ გაფორმებული შეთანხმება, ასევე საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევიდა. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

თუ ბიჭი დაიბადება, გიორგის დაარქმევენ, თუ ვლადიმერს?

სარკოზითბილისი, 6 ოქტომბერი,საქინფორმი. ხვალ, 7 ოქტომბერს, კავკასიური ტურნეს დასასრულს საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვევა. ოფიციალური ინფორმაციით, ამავე დღეს, 17:30 საათზე, სარკოზი ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან ერთად თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ქართული ნაციონალური ტელეარხების გადმოცემით, საფრანგეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ სურს ქართველი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლა და მხარდაჭერის დაფიქსირება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გააკეთა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

ღია წერილი აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს

აშშ–ის ელჩიბატონო ელჩო, ეს წერილი თქვენი ქორწინების მიზეზით როდი დაიწერა, რის გამოც რამდენიმე დღის წინათ კალიფორნიაში გაემგზავრეთ, ის თქვენს სამსახურებრივ წუნს უკავშირდება. მოგმართავთ იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ბრძანდებით აშშ-ის მეფისნაცვალი საქართველოში, თუმცა, რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისგან განსხვავებით, აქ საკმაოდ უხეირო როლს თამაშობთ.

საქართველოში მუშაობის მესამე წლისთავზე თქვენ, ალბათ, არაერთხელ გსმენიათ უნიკალური ქართული ხალხური სიმღერები და იცით, რომ ოთხ ხმაში მთავარი აქ „ბასია“, რომელიც ტონალობას უჩვენებს, ხოლო დანარჩენი სამი სრულად ორიენტირებულია მასზე. „ბასის“ როლი ქართულ პოლიტიკურ „მრავალხმიანობაში“ იდენტურია: ქართულ პოლიტიკას ტონს ელჩი ბასი აძლევს, ხოლო ხელისუფლების სამი შტო – პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა – სრულად ორიენტირებულია მასზე. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი