Posts Tagged ოპოზიცია

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას კანონდარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტისაქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ადვოკატების ცემისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები უნდა გამოიძიოს . ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

ადვოკატებზე თავდასხმების თემა რეზოლუციის იმ ნაწილში შევიდა, რომელიც საქართველოში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

“ევროპარლამენტის წევრები გამოხატავენ შეშფოთებას ადვოკატებზე პოლიციის შეტევისა და სასტიკი ცემის შემთხვევების გამო და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს ეს ფაქტები – დაუსჯელობა, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები და დამნაშავეები პასუხისმგელობაში მისცეს”, – ნათქვამია რეზოლუციაში. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

სააკაშვილმა ოპოზიციას ის დააყვედრა, რაზეც მასთან შეთანხმება ვერ შეძლო

პრეიზდენტი სააკაშვილიროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, „პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, თუმცა ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ხელისუფლება ამას დათანხმდა“. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილი იდაყვებს დაიკბენს 26 მაისის სადამსჯელო ოპერაციის გამო!“

ბურჯანაძე(პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის საუბარი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან)

ქალბატონო ნინო, კორესპონდენტი არ გამოგიგზავნეთ და თავად გეახელით იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ინტერვიუ არაა. გთავაზობთ, ჩვენი დიალოგი – საინფორმაციო სააგენტოს მთავარი რედაქტორისა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსა“ და „სახალხო კრების“ ლიდერთან – საქართველოს ბედზე თავისუფალი საუბრის ფორმით ავაწყოთ. როდის იმარჯვებდა და სად ცდებოდა ნინო ბურჯანაძე – 2003 წლის ნოემბერში, თუ 2007 წლის ნოემბერში, 2009 წლის მაისში, თუ 2010 წლის ნოემბერში? 2011 წლის 26 მაისი: რა იყო ეს – გულწრფელი შეცდომა თუ გაცნობიერებული PR-აქცია, ჩვეულებრივი ღალატი (რაც საქართველოში იშვიათობა არ არის), თუ სრული ფიასკო პარლამენტის ექს-სპიკერისა, რომელიც ოპოზიციურ „ველზე“, საპარლამენტო ტრიბუნის კომფორტისა და პარლამენტის საიმედო კედლებს მიღმა, უმწეო აღმოჩნდა? – აი, რის თაობაზე მინდა, გესაუბროთ დღეს, გულწრფელი პასუხი მივიღო კითხვებზე, რომლებიც არა მარტო ქართველ ხალხს, არამედ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს, ასევე, ჩვენს თანამემამულეებს ყოფილი სსრკ-დან, ჩვენს მეზობლებს – აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, აინტერესებთ. თუკი ჩემს შემოთავაზებულ ფორმატზე თანახმა ხართ, მაშინ დავიწყოთ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

მოსყიდულ ოპოზიციას თანამდებობებით აჯილდოებენ

ბერაიაროგორც საქინფორმს სამეგრელოდან აცნობეს, ფოთის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის ოფისის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ლაშა ბერაია აირჩიეს. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბერაია ახალ პოსტზე ხელფასის სახით ყოველთვიურად 1400 ლარს მიიღებს. ბერაია მიიჩნევს, რომ „არჩევანის მასზე გაკეთება მათი გუნდის პოლიტიკური აქტიურობისა და საარჩევნო ხმების ლოგიკურია“. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

არნო ხიდირბეგიშვილი: „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის…“

დარბევაძვირფასო მკითხველებო! 21-დან 25 მაისის ჩათვლით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მუდამ გატყობინებდათ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის შესახებ: თბილისსა და ბათუმში, თავისუფლების მოედანზე დედაქალაქში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც ტრადიციულად მიმდინარეობს მოვლენები, ჩვენი ბედკრული და მშვენიერი სამშობლოს ბედს დიამეტრულად რომ ცვლის.

დიახ, აქ, გოლგოთად ქცეულ ადგილას, ჩვენ, ქართველები, ტრადიციულად ვხოცავთ ერთმანეთს, ბოლო წუთებში ჩვენს გონზე მოყვანას ლამობს პატრიარქი, რომლისაც, ასევე ტრადიციულად, არ გვესმის… Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ვეროპარლამენტი საქართველოში მთელი რიგი რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს

ერჟი ბუზეკიევროპარლამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიის პლურალიზმისა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მხრივ ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტის თავმჯდომარე ერჟი ბუზეკმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს გატარებული რეფორმები მიულოცა, თუმცა, ამავე დროს, ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრებს ექსტრემალურ რეალითი შოუში მონაწილეობას სთავაზობს

მთავრობა“ქრისტიან-დემოკრატები” მინისტრებს რეალითი შოუს მოწყობას სთავაზობენ. როგორც დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესთან დღევანდელი საპარლამენტო დებატების დროს განაცხადა, კარგი იქნება, თუ მინისტრები რეალითი შოუს მოაწყობენ, რათა გაიგონ, ჰყოფნით თუ არა პენსიონერებს 100 ლარი. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი