Posts Tagged ოქრუაშვილი

ტრიპოლსკი ივანიშვილი-ოქრუაშვილის მოლაპარაკებებს უარყოფს

ტრიპოლსკიროგორც ცნობილია, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა საზოგადოებას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული პარტიის“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ამცნო.

კიწმარიშვილის ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

სპეცოპერაცია „ქართული პარტიის“ ოფისში

ქართული პარტია„ქართული პარტიის“ ოფისში გუშინ, დაახლოებით, 21:00 საათზე, სამართალდამცველები შეიჭრნენ. როგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლია კამლაძემ განუმარტა, ძალოვანი სტურქტურების წარმომადგენლებმა მათ ოფისში შეჭრის მიზეზად პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშილის ბიძა ზურა გიგუაშვილის ძებნა დაასახელეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველო–სომხეთის საზღვარზე დააკავეს, თუმცა ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა

ოქრუაშვილიროგორც საქინფორმს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ირაკლი ოქრუაშვილის მსჯავრდებულობა დანაშაულის განზრახ ჩადენისათვის; ამასთან, სხვა ბრალდების საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

პოზიციები “რესპუბლიკურად”: ბურჯანაძე მინუსებში, ოქრუაშვილი ეშმაკებთან, “გრეჩიხა” “პერერივზე”

ოქრო–ნინო–გრეჩიხაროგორც “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა დღეს “პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე მომავალ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას სასტარტო პოიცია მინუსებიდან ექნება“. ამავდროულად, ბერძენიშვილის აზრით, “გასარკვევია, აქვს თუ არა ხელისუფლებას ნინო ბურჯანაძის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია”. “შესაძლებელია, ბურჯანაძემ მცირე წარმომადგენლობა შეიყვანოს პარლამენტში, ხოლო თუ აქციები აკვიატებად გადაექცევა, ეს შეცდომაში გაჯიუტება იქნება”, – განაცხადა ბერძენიშვილმა. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ნუგზარ წიკლაური: “ძალიან მალე “ბელა, ჩაოს” “ნინო, ჩაო” შეცვლის”

ბურჯანაძეოქრუაშვილის პარტიის გეგმების ცვლილებამ როგორც ჩანს, განსაკუთრებით გაახარა და გაახალისა ხელისუფლება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სახალხო კრების“ პროტესტს უკვე ხუმრობის ტონით ეხმაურებიან.  “დარწმუნებული ვარ, ის იტალიური სიმღერა, რომელიც აქციებზე ისმის  – “ბელა, ჩაო” მცირედით ტრანსფორმირდება და გადაიქცევა “ნინო, ჩაოდ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ სრულდება უპასუხისმგებლობა და ექსტრემიზმი საქართველოში. Read the rest of this entry »

, , , , ,

1 კომენტარი

სამშობლოსკენ მომავალი ოქრუაშვილი ქართველ ჯარისკაცებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს

ოქრუაშვილი“ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ორქუაშვილი ქართველ ოფიცრებს და ჯარისკაცებს “უახლოეს დღეებში არჩევანის ხალხის სასარგებლოდ გაკეთებისკენ” მოუწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

“ლეღვის ფოთლები”, “რადიკალები” და გახარებული “ნაციონალები”

ბურჯანაძე-ოქრუაშვილიბოლო რამდენიმე დღეა, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს, შეიძლება ითქვას, მტრად გადაეკიდნენ. ტელეეკრანებიდან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის დამცირებისა და ლანძღვის მეტი არაფერი ისმის, რაც ნაციონალური ტელეარხების აქტიური განსჯის საგანი ხდება. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: “სააკაშვილი ზნედაცემული პოლიტიკოსია, ოქრუაშვილი – უღირსი და მხდალი”

სააკაშვილი–ოქრუაშვილიბოლო დროს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მისამართით როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე ბრალდება და შეურაცხმყოფელი განცხადება გაისმა. 9 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, ირაკლი ალასანიამ ბრიტანეთში, “Chatham House”-ში სიტყვით გამოსვლისას, “სტრატეგიულად უმნიშვნელო საქართველოს” მიმართ დიდი ინტერესის გამო გაოცება გამოხატა. სიუჟეტს იმავე დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ქვეყნის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა და მკაცრად გააკრიტიკა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ალასანიას კრიტიკით გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდა. ალასანია ერთადერთი ქალწული იყო ქართულ პოლიტიკაში, უდავოდ დიდი მოლოდინითა და მხარდაჭერის იმხელა რესურსით, რომელსაც მეც კი ვინატრებდ 2007 წელს, მაგრამ ისე სწრაფად და იაფად დააკარგვინა მიშამ უბიწოება, მგონი თვითონაც ვერ მიხვდა, – განაცხადა ოქრუაშვილმა. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ “ლიბიური დიდგორი” არ აგვცდება

ნინო ბურჯანაძე„როცა იქნება, მაინც მოხდება, მაგრამ მოხდება ისე საშინლად, როგორც ლიბიაში“, – ასეთია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის პროგნოზი საქართველოში მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი