Posts Tagged პატიმარი

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას კანონდარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტისაქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ადვოკატების ცემისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები უნდა გამოიძიოს . ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

ადვოკატებზე თავდასხმების თემა რეზოლუციის იმ ნაწილში შევიდა, რომელიც საქართველოში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

“ევროპარლამენტის წევრები გამოხატავენ შეშფოთებას ადვოკატებზე პოლიციის შეტევისა და სასტიკი ცემის შემთხვევების გამო და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს ეს ფაქტები – დაუსჯელობა, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები და დამნაშავეები პასუხისმგელობაში მისცეს”, – ნათქვამია რეზოლუციაში. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

შეთითხნილი საქმის სკანდალური დეტალები – ზუგდიდის პოლიცია პატიმარს გაუპატიურებით ემუქრებოდა!

ბორკილებიროგორც საქინფორმის სპეციალური კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან იუწყება, გალის რაიონის მკვიდრი მალხაზ არქანია სამართალდამცველებმა ენგურის ხიდზე 2011 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობის ნარკოტიკების შენახვა-მოხმარება წაუყენეს. ზუგდიდის სასამართლომ არქანიას 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. არქანიას ოჯახი აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიას ჰყვება და პატიმრის წამების საშინელ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. ოჯახი არქანიას დახმარებას 3 თვეა, ცდილობს. უშედეგო მცდელობების შემდეგ გალში მცხოვრებმა არქანიებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

ყინწვისში დაკავებულებს ჩვენებები წამებით დააწერინეს

დაკავებასაპატიმროებში არსებულ გაუსაძლის პირობებსა და იძულების წესით დაწერილ ჩვენებებზე მედიაკავშირი „ობიექტივის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ყინწვისში მიმდინარე წლის 26 მაისს დაკავებულ პირთა ადვოკატებმა ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, ყინწვისის საქმეზე ამ დრომდე 24 პირი რჩება დაკავებული, რომელთა ნაწილს სასტიკი წამების შემდეგ აღიარებითი ჩვენებები დააწერინეს. ადვოკატების მტკიცებით, დაკავებულთა წინააღმდეგ გამოყენებული იყო ისეთი მეთოდები, როგორსაც 20-იან და 30-იან წლებში იყენებდნენ. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

გია ცაგარეიშვილი: “პარლამენტის რეგლამენტი მკვდრადშობილ აქტად იქცა”

ბაქრაძეროგორც ცაგარეიშვილმა პარლამენტში დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგლამენტის გათვალისწინებით, მან პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, მისთვის 26 მაისს დაკავებულ პირთა ნახვის ნება დაერთო, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. დეპუტატის ინფორმაციით, “შეთქმულებასთან, სახელმწიფო გადატრიალების მზადებასთან და ბურჯანაძის ესკორტთან დაკავშირებით სასურველი ჩვენებების მისაღებად წინასწარი დაკავების იზოლატორებში პატიმრებზე წეზოლა ხორციელდება“. “პარლამენტის რეგლამენტი მკვდრადშობილ აქტად იქცა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებს ნამდვილად არ ითვალსიწინებს. ეს დოკუმენტი საქართველოში დემოკრატიის ფასადის შექმნას ემსახურება“, – აცხადებს ცაგარეიშვილი. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

პატიმრების შეწყალების უკანონო სქემას ელენე თევდორაძემ ფარდა ახადა – პროკურატურა უფლებამოსილებებს ამეტებს

თევდორაძე–სააკაშვილიროგორც ცნობილია, სააღდგომოდ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 266 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან 227 მსჯავრდებულმა საპატიმროები უკვე დატოვა, 24-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა, ორს პირობითი მსჯავრი მოეხსნა, 13-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის 12 ქალია, თუმცა საქინფორმთან საუბრისას შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განსხვავებულ ციფრებზე ისაუბრა. ამასთან, მას იმ ინფორმაციის შესამოწმებლადაც დავუკავშირდით, რომელიც პრესაში 27 აპრილს გავრცელდა და რომლის მიხედვითაც შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა თბილისის მერის – გიგი უგულავას ახლო ნათესავი, ვინმე გოდერძიშვილი, რომელსაც სასამართლოს მიერ მისჯილი 11 წლიდან მხოლოდ 7 თვე ჰქონდა მოხდილი. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი