Posts Tagged რევოლუცია

არნო ხიდირბეგიშვილი: „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის…“

დარბევაძვირფასო მკითხველებო! 21-დან 25 მაისის ჩათვლით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მუდამ გატყობინებდათ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის შესახებ: თბილისსა და ბათუმში, თავისუფლების მოედანზე დედაქალაქში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც ტრადიციულად მიმდინარეობს მოვლენები, ჩვენი ბედკრული და მშვენიერი სამშობლოს ბედს დიამეტრულად რომ ცვლის.

დიახ, აქ, გოლგოთად ქცეულ ადგილას, ჩვენ, ქართველები, ტრადიციულად ვხოცავთ ერთმანეთს, ბოლო წუთებში ჩვენს გონზე მოყვანას ლამობს პატრიარქი, რომლისაც, ასევე ტრადიციულად, არ გვესმის… Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

მომიტინგე ნოდარ ცხადაძე სამართალდამცველებმა ცემით მოკლეს!!!

ცხადაძეროგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა სამართალდამცველებმა დღეს, 00:15 საათზე დაიწყეს. გამოყენებულ იქნა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. ინციდენტის დროს გარდაიცვალა ორი ადამიანი – ერთი პოლიციელი და ერთი ყოფილი პოლიციელი, დაახლოებით, 50 წლის ნოდარ ცხადაძე, რომლებიც ავტომანქანებს ემსხვერპლნენ. მოგვიანებით შსს-ის წარმომადგენლებმა დაღუპულებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ მათი თანამშრომლები ვლადიმერ მანსურაშვილი და ნოდარ ცხადაძე ემსხვერპლნენ აქციის ორგანიზატორების ესკორტს დარბევის ადგილის დიდი სისწრაფით დატოვებისას. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

4 Comments

მამუკა კაციტაძე: “საქართველოს ხელისუფლების დასრულება აუცილებლად დაიწყება გუშინდელი მოვლენებით”

მამუკა კაციტაძე„გუშინდელი ღამე იყო აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯა და „ვარდების რევოლუციის“ ჭეშმარიტი შედეგი“, – ასეთი შეფასება მისცა მომიტინგეების წუხანდელი დარბევის ფაქტს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ, რომელიც წუხანდელ მოვლენებს ვანდალიზმს უწოდებს. „ეს რომ მიტინგის დაშლა ყოფილიყო, არ იქნებოდა საჭირო მომიტინგეების ალყაში მოქცევა. ეს იყო სამაგალითო დასჯა მომიტინგეებისა. გუშინ ჩვენ ვიხილეთ „ვარდების რევოლუციის ჭეშმარიტი“ შედეგი. ამას სჭირდება დაფიქრება. საქართველოს ხელისუფლების დასრულება აუცილებლად დაიწყება გუშინდელი მოვლენებით“, – აღნიშნა კაციტაძემ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

15 წუთიანი სპეცოპერაცია რუსთაველის გამზირზე

დარბევაროგორც ცნობილია, 2011 წლის 21 მაისს „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო. ორგანიზატორებს აქციის გამართვის ნებართვა 25 მაისის ჩათვლით ჰქონდათ, თუმცა აქციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ დაშლილიყვნენ. დღეს, 26 მაისს, 00:15 საათზე, შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია განახორციელეს და აქცია დაშალეს. მათ წყლის ჭავლის გარდა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს. აქციის მონაწილეები ალყაში იყვნენ მოქცეული და მათ არცერთი მხრიდან გასვლის საშუალება არ ჰქონდათ, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი დარბევა და სამართალდამცველებმა, ფაქტობრივად, სპეცოპერაცია ჩაატარეს. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ნუგზარ წიკლაური: “ძალიან მალე “ბელა, ჩაოს” “ნინო, ჩაო” შეცვლის”

ბურჯანაძეოქრუაშვილის პარტიის გეგმების ცვლილებამ როგორც ჩანს, განსაკუთრებით გაახარა და გაახალისა ხელისუფლება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სახალხო კრების“ პროტესტს უკვე ხუმრობის ტონით ეხმაურებიან.  “დარწმუნებული ვარ, ის იტალიური სიმღერა, რომელიც აქციებზე ისმის  – “ბელა, ჩაო” მცირედით ტრანსფორმირდება და გადაიქცევა “ნინო, ჩაოდ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ სრულდება უპასუხისმგებლობა და ექსტრემიზმი საქართველოში. Read the rest of this entry »

, , , , ,

1 კომენტარი

„ქართული პარტია“ ასპარეზს მთლიანად „სახალხო კრებას“ უთმობს – ოქრუაშვილი აღარ ჩამოდის

ოპოზიციისთვისროგორც “ქართული პარტიის” ლიდერებმა დღევანდელ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული პარტია” 25 მაისს ავლაბრის მოედანზე აქციას აღარ გამართავს და თბილისში არც თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშილი ჩამოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სუბარმა ის გარემოება დაასახელა, რომ მათსა და კრების წარმომადგენლებს შორის შეთნხმება ვერ შედგა. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

2 Comments

კალანდაძის მტკიცებით, თბილისში მიმდინარე აქციებს არანაირი საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყოლია

ნინო კალანდაძესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით არარელევანტური იქნება, თუმცა როგორც მთავრობის წევრი, ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველო აღიარებს შეკრების თავისუფლებას.

„ეს არის სახელმწიფოს მიერ დანერგილი ღირებულების პრინციპი, რომელსაც ქვეყანამ პატივი უნდა სცეს და ამაში არაორდინარული არაფერია. არა თუ არაორდინარული არაფერი ხდება, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ამას სათანადო ხელშეწყობა აქვს, როგორც ეს უნდა იყოს“, – განაცხადა კალანდაძემ. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ჯონ ბასი გულის შეტევის გამო ჰოსპიტალიზებულია

ჯონ ბასიროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გულის შეტევით თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სერიოზული მკურნალობის კურსს გადის. წყაროს ინფორმაციით, ბასის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისმა სატელეფონო საუბარმა გამოიწვია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომიტინგეთა დარბევის თემაზე შედგა. როგორც წყარო ამტკიცებს, საუბარს კამათიც კი მოჰყვა. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ოპოზიციურად განწყობილ მეწარმეებს მკაცრი სანქციები ემუქრებათ

დაკავებაყველა მეწარმეს, რომელსაც ხვალ, 2011 წლის 21 მაისს მაღაზია დაკეტილი ექნება, დაპატიმრება არ ასცდება. ამ „ღირსეული, მამულიშვილური“ საქმისთვის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა.

დღეს დილით საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ოფისში მეწარმეების ჯგუფი მოვიდა, რომელთაც მათთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე დაწვრილებით ისაუბრეს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო კონფიდენციალობის დაცვა გვთხოვეს. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

სამშობლოსკენ მომავალი ოქრუაშვილი ქართველ ჯარისკაცებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს

ოქრუაშვილი“ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ორქუაშვილი ქართველ ოფიცრებს და ჯარისკაცებს “უახლოეს დღეებში არჩევანის ხალხის სასარგებლოდ გაკეთებისკენ” მოუწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი