Posts Tagged “რესპუბლიკური პარტია”

ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – „შუა უნდა გაიკრიფოს“

ბიძინა ივანიშვილიჟურნალისტმა ია ანთაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად, ყოველგვარი შესწორების გარეშე გთავაზობთ:

– ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ? 

– მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს „ქართუ ბანკი“; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ივანიშვილთან შეხვედრის პატივი პირველად ალასანიას ერგო

ალასანია

როგორც საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს გაიმართა ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. ეს იყო პირველი შესაძლებლობა, როდესაც მათ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებასა და მომავალი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

პოზიციები “რესპუბლიკურად”: ბურჯანაძე მინუსებში, ოქრუაშვილი ეშმაკებთან, “გრეჩიხა” “პერერივზე”

ოქრო–ნინო–გრეჩიხაროგორც “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა დღეს “პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე მომავალ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას სასტარტო პოიცია მინუსებიდან ექნება“. ამავდროულად, ბერძენიშვილის აზრით, “გასარკვევია, აქვს თუ არა ხელისუფლებას ნინო ბურჯანაძის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია”. “შესაძლებელია, ბურჯანაძემ მცირე წარმომადგენლობა შეიყვანოს პარლამენტში, ხოლო თუ აქციები აკვიატებად გადაექცევა, ეს შეცდომაში გაჯიუტება იქნება”, – განაცხადა ბერძენიშვილმა. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი