Posts Tagged რვიანი

სააკაშვილმა ოპოზიციას ის დააყვედრა, რაზეც მასთან შეთანხმება ვერ შეძლო

პრეიზდენტი სააკაშვილიროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, „პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, თუმცა ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ხელისუფლება ამას დათანხმდა“. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

“შესანიშნავი ექვსეული” თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლას აგრძელებს

ალასანია„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „ოპოზიციური რვიანის“ „ნარჩენი“ 6 პარტიის – „ეროვნული ფორუმის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „კონსერვატიული პარტიის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „საქართველოს გზისა“ და „ხალხის პარტიის“ სახელით ხელისუფლების შეთავაზებებზე საბოლოო პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლების საბოლოო საარჩევნო ინიციატივებს არ იზიარებენ, თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლას კი „ექვსიანის“ ფორმატში გააგრძელებენ. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

„ოპოზიციური შვიდიანის“ მოლოდინში

ახლებიროგორც ცნობილია, „ახალმა მემარჯვენეებმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი „ოპოზიციური რვიანი“ დატოვეს. ისინი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს დათანხმდნენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „რვიანმა“ საკუთარი თავი უკვე ამოწურა და იგი აღარ არსებობს“. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

საარჩევნოდ დაფინანსება მხოლოდ ანკესზე წამოგებულ პარტიებს შეხვდებათ

რვიანისაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების წინადადების თანახმად, საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯები მილიონი ლარის ოდენობით მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმომწერ ბარიერგადალახულ პარტიებს აუნაზღაურდებათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოპოზიციური „რვიანისთვის“ წარდგენილ წინადადებებში ნათქვამია, რომ „საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავს, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის, 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად“. თუმცა ამავე წინადადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ პუნქტის პირობები გავრცელდება მხოლოდ იმ პარტიებზე, რომლებიც შეთანხმებაზე ხელს მოაწერენ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი