Posts Tagged სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი – არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები

მიხეილ სააკაშვილი

არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს გარშემო “ხელის ფათური” სულ უფრო მძაფრდება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გუშინ, ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან შეუქცევადად მიმდინარეობს. “არის იაფფასიანი მცდელობა, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმები; ეს არის სრული უაპატივცემულობა ჩვენი ხალხის არჩევანის, რომელიც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველანაირი ცივილური კრიტირეუმებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

გრიგოლ ვაშაძე: “კრემლი ან ნებით შეეგუება იმას, რომ საქართველო ნატო-ში შესვლის უფლებას გამოიყენებს, ან ამის გაკეთება მოუწევს”

გრიგოლ ვაშაძესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, “კრემლს ორი არჩევანი აქვს – ან უნდა მიეჩვიოს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანების უფლებას გამოიყენებს, ან ამასთან შეგუება კბილების ღრჭიალით მოუწევს”.

ასე გამოეხმაურა მინისტრი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის მიერ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

რუსეთს “სააკაშვილის მორიგი ავანტიურის გამო სამხრეთ კავკასიაში ვითარების მორიგი დესტაბილიზაცია არ სურს”

sergei lavroviრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “რუსეთს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავანტიურის გამო სამხრეთ კავკასიაში ვითარების მორიგი დესტაბილიზაცია არ სურს”.

როგორც მან დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “რუსეთის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ასპირანტ ქვეყნად მოიხსენიებენ”.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ტურიზმი საქართველოში: რა უშლის ხელს უცხოური ინვესტიციების განხორციელებას

ტურიზმითბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. „ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში. არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით, გაგრძელებული მთის კურორტებით, სათხილამურო სპორტით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირსშესანიშნაობებით“, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე… არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ვაშაძის უწყებას იმ თვალსაზრისით, რომ ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად ნამდვილად მრავალი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში, თუმცა რეალურად რამდენად ვითარდება ტურიზმი – სხვა საკითხია. გვსურს, მკითხველს ორი მაგალითი მოვუყვანოთ განსჯისთვის –  რამდენად ვითარდება ტურიზმი და რა ან ვინ უშლის ხელს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას ისტორიული უწოდა

saakashviliსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას ისტორიული უწოდა . როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს, მოსახლეობისადმი პირდაპირი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა არჩევითმა ორგანომ რეზოლუციის მრავალ პუნქტში დააკანონა, რომ რუსეთის ყოფნა საქართველოში არის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.

“ეს რეზოლუცია ჩვენთვის რამდენიმე ასპექტით არის მნიშვნელოვანი ჩვენს დიდ ბრძოლაში საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, საბოლოო დეოკუპაციისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ორაზროვნად დაფიქსირებულია, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ევროპარლამენტი ხელისუფლებას დევნილების უფლებების დაცვისა და მედიის თავისუფლების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტიევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს . ეს მოწოდება ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირდა.

ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, შექმნას სრული და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მათ შორის სექსუალურ ორიენტაციასა და და სქესობრივ იდენტიფიცირებაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – „შუა უნდა გაიკრიფოს“

ბიძინა ივანიშვილიჟურნალისტმა ია ანთაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად, ყოველგვარი შესწორების გარეშე გთავაზობთ:

– ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ? 

– მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს „ქართუ ბანკი“; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

კახი კალაძე: „ბატონო ბიძინა, მიგულეთ თქვენ გვერდით!“

კალაძეთბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ფეხბურთელი კახი კალაძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „Facebook“-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება. მართალია, სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება,მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულდაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

შალვა რამიშვილი: „სააკაშვილის მოშორების საქმეში მონაწილეობა მსურს“

რამიშვილითბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საჯარო მიმართვას უგზავნის, რომელშიც აცხადებს, რომ „ბიზნესმენს მიხეილ სააკაშვილის მოსაშორებლად დიდი რესურსი აქვს“ და მას „ამ საქმეში მონაწილეობა სურს“.

რამიშვილის მიმართვას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი პერსონისადმი ძალიან დიდი ინტერესია. ცხადია, ეს ივანიშვილის შემოთავაზებამ გამოიწვია. ამიტომ მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია: Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ბიძინა ივანიშვილი: “აუცილებლად მოვალ! აუცილებლად მოვალ!”

ბიძინა ივანიშვილიბინზესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიმართავს. სულას ბლოგი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა, ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ. ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია, სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს. ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამის დასამტკიცებლად მე გავიხსენებ რამდენიმე დეტალს ჩემი ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ „ვედომოსტს“ მივეცი 2005 წელს (იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ვერაფერს გადაჭარბებულს ინტერვიუში ვერ ვიტყოდი, რადგან ელემენტარულ ცდომილებასაც არავინ მაპატიებდა). Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი