Posts Tagged საგარეო საქმეთა სამინისტრო

ტურიზმი საქართველოში: რა უშლის ხელს უცხოური ინვესტიციების განხორციელებას

ტურიზმითბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. „ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში. არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით, გაგრძელებული მთის კურორტებით, სათხილამურო სპორტით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირსშესანიშნაობებით“, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე… არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ვაშაძის უწყებას იმ თვალსაზრისით, რომ ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად ნამდვილად მრავალი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში, თუმცა რეალურად რამდენად ვითარდება ტურიზმი – სხვა საკითხია. გვსურს, მკითხველს ორი მაგალითი მოვუყვანოთ განსჯისთვის –  რამდენად ვითარდება ტურიზმი და რა ან ვინ უშლის ხელს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ხელისუფლება პატრიარქის მოთხოვნის მიმართ უპატივცემულობას იჩენს

უწმინდესიროგორც ცნობილია, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსის მინიჭების მიზნით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შედის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც კანონში ცვლილებების შეტანის პროცედურის შეწყვეტას ითხოვს.

უწმიდესის მოთხოვნას ხელისუფლების სხვადასხვა შტოში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ამერიკელი სენატორები ხელისუფლებას დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლებას მოსთხოვენ

ჯონ კაილითბილისს დღეს აშშ-ის სენატორთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც სენატორი ჯონ კაილი ხელმძღვანელობს. როგორც დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, „სენატორთა დელეგაცია სენატის სამხედრო და საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და პროგრესის ადგილზე გაცნობისა და შეფასების ინტერესი აქვთ“.

ამერიკელი სენატორების ვიზიტის მთავარ მიზანთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, რომლის მონაცემებით, სენატორები საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის – გათავისუფლების საკითხზე აპირებენ საუბარს. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი