Posts Tagged საპატრიარქო

“გაუთვითცნობიერებელი” შეფასება “უპასუხისმგებლო” დეპუტატისგან – ნუგზარ წიკლაური მეუფე ზენონს დაუპირისპირდა

ზენონი vs  წიკლაურიროგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი მიიღო, რასაც როგორც საპატრიარქოს, ისე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მკაფიოდ ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ „ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე“. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ოპოზიცია სააკაშვილს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ვეტო„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის მიერ საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

მეუფე ზენონი: “ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული გარეგინ მეორე აღმოჩნდა”

მეუფე ზენონიეს განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ „მიუხედავად ამისა, ქართული ეკლესია დამარცხებული არც საქართველოში და არც არსად იქნება“. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

საპატრიარქო პარლამენტის მიერ მიღებული კანონის უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

საპატრიარქოროგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „პარლამენტის მიერ მიღებული კანონი როგორც ქართული ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ხელისუფლება საპატრიარქოს ღიად დაუპირისპირდა – რელიგიურ გაერთიანებებს იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა

პარლამენტისაქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი  კენჭისყრას არ ეწრებოდნენ, რადგან საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და გუშინ როგორც მეორე, ისე მესამე მოსმენით დაამტკიცა. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ხელისუფლება პატრიარქის მოთხოვნის მიმართ უპატივცემულობას იჩენს

უწმინდესიროგორც ცნობილია, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსის მინიჭების მიზნით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შედის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც კანონში ცვლილებების შეტანის პროცედურის შეწყვეტას ითხოვს.

უწმიდესის მოთხოვნას ხელისუფლების სხვადასხვა შტოში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

მიხეილ სააკაშვილი ილია მეორეს შეხვდა

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმიდნარე წლის 29 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. წყარო ვერ აკონკრეტებს, რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და პატრიარქმა. მართალია, ქვეყნის პირველი პირისა და დედა ეკლესიის მეთაურის შეხვედრაში განსაკუთრებული და გასაკვირი არაფერია, თუმცა, აღნიშნული შეხვედრის თაობაზე რამდენიმე  კითხვა მაინც იბადება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილია მეორისა და სააკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, ფაქტობრივად, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

პატიმრების შეწყალების უკანონო სქემას ელენე თევდორაძემ ფარდა ახადა – პროკურატურა უფლებამოსილებებს ამეტებს

თევდორაძე–სააკაშვილიროგორც ცნობილია, სააღდგომოდ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 266 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან 227 მსჯავრდებულმა საპატიმროები უკვე დატოვა, 24-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა, ორს პირობითი მსჯავრი მოეხსნა, 13-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის 12 ქალია, თუმცა საქინფორმთან საუბრისას შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განსხვავებულ ციფრებზე ისაუბრა. ამასთან, მას იმ ინფორმაციის შესამოწმებლადაც დავუკავშირდით, რომელიც პრესაში 27 აპრილს გავრცელდა და რომლის მიხედვითაც შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა თბილისის მერის – გიგი უგულავას ახლო ნათესავი, ვინმე გოდერძიშვილი, რომელსაც სასამართლოს მიერ მისჯილი 11 წლიდან მხოლოდ 7 თვე ჰქონდა მოხდილი. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი