Posts Tagged სტრასბურგი
ლია მუხაშავრია თინა ბურჯალიანს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს
როგორც ჩვენთან საუბრისას უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაკვალიფიციური განცხადებები გაკეთდა. მუხაშავრია ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანს აკრიტიკებს და მას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში წაგებულ საქმეს შეახსენებს. Read the rest of this entry »
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყება
როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განგვიცხადა, სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროკონვენციის იმ უფლებების დარღვევა დაადგინა, რასაც მოკლულის ოჯახის ადვოკატები ითხოვდნენ. კერძოდ, სასამართლომ დარღვეულად ცნო სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების შესახებ ევროკონვენციის მუხლები და საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში მოსარჩელე მხარისთვის 50 ათასი ევროს გადახდა და გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება დააკისრა. Read the rest of this entry »
გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება 26 აპრილს გახდება ცნობილი
როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი მიმდინარე წლის 22 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილების შინაარსი კი საზოგადოებისთვის 26 აპრილს გახდება ცნობილი. Read the rest of this entry »