Posts Tagged სუბელიანი

სუბელიანის „სიამაყე“ – სიცივე, შიმშილი და უმუშევრობა დევნილთა ჩასახლებებში

დევნილთა ჩასახლება ანაკლიაშირამდენიმე დღის წინათ თბილისში ამბასადორიალი გაიმართა. საზღვარგარეთ აკრედიტებული ქართველი ელჩების წინაშე მთავრობის წევრები წარდგნენ. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გახლდათ, რომელმაც საკუთარი უწყების სფეროზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, თუ როგორ მიდის დევნილებისთვის ფართის დაკანონების პროცესი და აღნიშნა, რომ ფოთში უკვე დასრულდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, სადაც დევნილები შესახლდნენ და დასძინა, რომ მშენებლობები ზუგდიდში, წყალტუბოსა და ბათუმშიც გაგრძლდება. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

სამინისტროები საინფორმაციო სააგენტოების კონკურენტები ხდებიან?!

vebgverdiსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მესტიაში ვიზიტის შესახებ იუწყება. თუმცა აქ დევნილების საკითხი არაფერ შუაშია. რელიზი მთლიანად მოიცავს სააკაშვილის მესტიაში ვიზიტს და მასში იმ სიახლეების ჩამონათვალია, რომლებიც მესტიას ცოტა ხნის წინათ შეემატა – იუსტიციის სახლი, პოლიციის შენობა, სასტუმრო, ახალი ხიდი და 136-კილომეტრიანი გზა…

როგორც აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სამინისტროს ვებგვერდებზე იუწყებიან განახლებული მესტიის გახსნის შესახებ – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა; განათლებისა და მეცნიერების; კულტურისა და ძეგლთა დაცვის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები სვანურ სიახლეებზე წერენ. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

დევნილი ლია დარცმელია: „სოხუმში მივდივარ!“

დევნილი ლია დარცმელიასაინფორმაციოანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთიდან დევნილ ლია დარცმელიასთან, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, სახელმწიფომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია, დღემდე არ აქვს საცხოვრებელი ფართი და არ აუღია დევნილთათვის განკუთვნილი კომპენსაცია. ლია დარცმელიას ინვალიდი შვილი ჰყავს, რომელსაც კუთვნილი პენსიაც კი მოუხსნეს და დღეს მას მხოლოდ დევნილებისთვის განკუთვნილი მიზერული ყოველთვიური ფულადი დახმარებითა და ახლობლების წყალობით გააქვს თავი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

კობა სუბელიანი: „რა გინდათ, გადავდგე, თუ?“

სუბელიანიოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დევნილებისა და „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ფრთის წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ცოტა ხნის წინათ მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, აქციის მონაწილეებმა სუბელიანს 5 წუთი მისცეს, რომ მათთან ჩასულიყო და განემარტა, როგორ მიიღო 2010 წელს პრემიისა და ხელფასის სახით 98.040 ლარი. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

საპარლამენტო უმრავლესობამ სუბელიანიც გადაარჩინა

სუბელიანიოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი პარლამენტში უშედეგოდ დაისვა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

ცისკარიშვილმა, სუბელიანის დასაცავად, საპარლამენტო ოპოზიციას “პოლიტიკურ უსინდისობაში” დასდო ბრალი

კობა სუბელიანიოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს საპარლამენტო უმრავლესობაში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი და „გამომქომაგებელი“ გამოუჩნდა. Read the rest of this entry »

, , , , ,

2 Comments

სუბელიანის საპარლამენტო აღსარება: “დევნილთა მდგომარეობა გარკვეულ ნაწილში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”

სუბელიანიროგორც ცნობილია, დღეიდან პარლამენტში მინისტრების კვირეული დაიწყო. პარლამენტის წინაშე წარდგომამდე მინისტრები უკვე აკეთებენ კოემნტარებს ჟურნალისტებთან. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის დღვანდელი კომენტარი, რომელიც ერთგვარ აღიარებას, ანდაც Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

სოფიო ხორგუანი: “დოქსოპულოებო, თქვენ დედები გყავთ?”

სოფიო ხორგუანი„ქართული პარტიის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი იმ დანაშაულებრივ გულგრილობას და უპასუხიმგებლობას  აპროტესტებს, რომელსაც მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დევნილების მიმართ იჩენენ. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

მინისტრები უპირატესობის დასამტკიცებლად ემზადებიან

მინისტრები ემზადებიანროგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 22 მარტიდან საქართველოს პარლამენტში მინისტრების კვირეული იწყება. კვირეულის ფარგლებში მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტის წინაშე წარდგებიან და როგორც შესრულებულ სამუშაოზე, ისე სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრებენ. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი