Posts Tagged “ქართული პარტია”

სპეცოპერაცია „ქართული პარტიის“ ოფისში

ქართული პარტია„ქართული პარტიის“ ოფისში გუშინ, დაახლოებით, 21:00 საათზე, სამართალდამცველები შეიჭრნენ. როგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლია კამლაძემ განუმარტა, ძალოვანი სტურქტურების წარმომადგენლებმა მათ ოფისში შეჭრის მიზეზად პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშილის ბიძა ზურა გიგუაშვილის ძებნა დაასახელეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველო–სომხეთის საზღვარზე დააკავეს, თუმცა ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას “ქართული პარტიაც” შეუერთდა

სუბარიროგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ლეიბორისტული პარტიის“ მოწოდებას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის თაობაზე „ქართული პარტიაც“ შეუერთდა. ამ მიზნით დღეს პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერა ხელი. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

„ქართული პარტია“ ასპარეზს მთლიანად „სახალხო კრებას“ უთმობს – ოქრუაშვილი აღარ ჩამოდის

ოპოზიციისთვისროგორც “ქართული პარტიის” ლიდერებმა დღევანდელ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული პარტია” 25 მაისს ავლაბრის მოედანზე აქციას აღარ გამართავს და თბილისში არც თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშილი ჩამოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სუბარმა ის გარემოება დაასახელა, რომ მათსა და კრების წარმომადგენლებს შორის შეთნხმება ვერ შედგა. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

2 Comments

სამშობლოსკენ მომავალი ოქრუაშვილი ქართველ ჯარისკაცებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს

ოქრუაშვილი“ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ორქუაშვილი ქართველ ოფიცრებს და ჯარისკაცებს “უახლოეს დღეებში არჩევანის ხალხის სასარგებლოდ გაკეთებისკენ” მოუწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ლევან გაჩეჩილაძე: “ბოღმით მაქვს გული სავსე”

ლევან გაჩეჩილაძეროგორც „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „დიქტატურისთვის ფარდის ახდის ახალი ეტაპი დაიწყო, გული ბოღმით აქვს სავსე და ამ უსამართლობას პარტია არავის აპატიებს!“ Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

“ქართული პარტია”: “გაახილე თვალი, ამერიკა!!!”

ამერიკადღეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს შენობასთან „ქართული პარტიის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე, რომელზეც 200-მდე ადამიანი მივიდა, პარტიის ლიდერების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

„გაახილე თვალი, ამერიკა, შეხედე რეალობას, დაუჭირე მხარი არა რეჟიმს, არამედ ქართველ ხალხს!“ – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

სამტრედიაში “რადიკალების” მხრიდან პროვოკაციის მცდელობა კრახით დასრულდა

სოზარ სუბარიროგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 მაისს „ქართულმა პარტიამ“ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მომავალი „ქართული პარტიის“ მხარდამჭერთა ნაწილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სამტრედიაში გააჩერეს. ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერების მიზეზი ის გახდა, რომ ავტობუსის მძღოლს, რომელსაც აქტივისტები ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა არ აღმოაჩნდა. სულ დაჯარიმდა რამდენიმე მძღოლი, რომელთაც გადასახდელ თანხას პარტია აუნაზღაურებს. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ხალხი თუ ტანკები – რა იქნება 26 მაისს თავისუფლებაზე?!

აღლუმი–აქციაროგორც ცნობილია, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რუსთაველის გამზირზე საზეიმო აღლუმი ჩატარდება. აღლუმს ტრადიციისამებრ, ქვეყნის მთავრსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს. აღსანიშნავია, რომ 21 მაისს „სახალხო კრება“ თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პერმანენტულ აქციებს იწყებს და როგორც „დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, მთავარსარდალი აღლუმს მშვიდად ვერ ჩაიბარებს, რადგან თავისუფლების მოედანი „სახალხო კრების“ მხარდამჭერებს ექნებათ დაკავებული. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

რევოლუცია დასწრებაზე – “ქართული პარტია” 9 მაისიდან იწყებს

ქართული პარტიაროგორც „ქართული პარტიის“ პრესსამსახურში განგვიცხადეს, ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის 9 მაისს კახეთის რეგიონიდან დაიწყება და ის მთელ საქართველოს მოიცავს. „აქციებს პერმანენტული ხასიათი არ ექნება. ჩვენი პარტიის ლიდერები საპროტესტო აქციებს კახეთის რეგიონიდან დაიწყებენ და ისინი ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება, მათ შორის დედაქალაქშიც. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ მოგაწვდით. ამ წუთებში ლიდერები თათბირობენ და აქციებთან დაკავშირებული გეგმები მოგვიანებით გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, – აცხადებენ „ქართული პარტიის“ პრესსამსახურში. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ირაკლი ალასანია: “სააკაშვილი ზნედაცემული პოლიტიკოსია, ოქრუაშვილი – უღირსი და მხდალი”

სააკაშვილი–ოქრუაშვილიბოლო დროს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მისამართით როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე ბრალდება და შეურაცხმყოფელი განცხადება გაისმა. 9 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, ირაკლი ალასანიამ ბრიტანეთში, “Chatham House”-ში სიტყვით გამოსვლისას, “სტრატეგიულად უმნიშვნელო საქართველოს” მიმართ დიდი ინტერესის გამო გაოცება გამოხატა. სიუჟეტს იმავე დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ქვეყნის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა და მკაცრად გააკრიტიკა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ალასანიას კრიტიკით გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდა. ალასანია ერთადერთი ქალწული იყო ქართულ პოლიტიკაში, უდავოდ დიდი მოლოდინითა და მხარდაჭერის იმხელა რესურსით, რომელსაც მეც კი ვინატრებდ 2007 წელს, მაგრამ ისე სწრაფად და იაფად დააკარგვინა მიშამ უბიწოება, მგონი თვითონაც ვერ მიხვდა, – განაცხადა ოქრუაშვილმა. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი