Posts Tagged ქდმ

სააკაშვილმა ოპოზიციას ის დააყვედრა, რაზეც მასთან შეთანხმება ვერ შეძლო

პრეიზდენტი სააკაშვილიროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, „პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, თუმცა ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ხელისუფლება ამას დათანხმდა“. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება?

გრიგოლიაროგორც ცნობილია, გასულ კვირას მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცი იმის შესახებ, თიტქოს „ქრისტიან–დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი ინგა გრიგოლია შიდაუთანხმოების გამო პარტიის დატოვებას გეგმავს. თუმცა, თავად ლიდერმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. დღეს კი საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ გრიგოლია არა მხოლოდ პარტიის, არამედ პოლიტიკის დატოვებასაც გეგმავს და ჟურნალისტიკაში აპირებს დაბრუნებას. საქინფორმის წყაროს მტკიცებით, „უახლოეს მომავალში გრიგოლია ერთ–ერთი პოლიტიკური გადაცემას წამყვანად მოგვევლინება, მის პარტიულ ადგილს კი უკვე დაადგეს თვალი სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა“. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

მოსყიდულ ოპოზიციას თანამდებობებით აჯილდოებენ

ბერაიაროგორც საქინფორმს სამეგრელოდან აცნობეს, ფოთის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის ოფისის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ლაშა ბერაია აირჩიეს. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბერაია ახალ პოსტზე ხელფასის სახით ყოველთვიურად 1400 ლარს მიიღებს. ბერაია მიიჩნევს, რომ „არჩევანის მასზე გაკეთება მათი გუნდის პოლიტიკური აქტიურობისა და საარჩევნო ხმების ლოგიკურია“. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

ინგა გრიგოლია: „ვეჭვობ, მომავალ არჩევნებამდე ხელისუფლების ტერიტორის ატანა მოგვიწევს“

ინგა გრიგოლია“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებსა და “ქრისტიან-დემოკრატების” საკრებულოს ფრაქციას შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც  ქდმ-ს საკრებულოს დეპუტატმა ინგა გრიგოლიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, იმ დროს, როდესაც ისინი საგადასახადო ტარიფების გაძვირების საკითხთან დაკავშირებით ნიკო მარის ქუჩაზე ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობას ხვდებოდნენ, შეხვედრის ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების ერთი ჯგუფი მივარდა და საკმაოდ აგრესიული რიტორიკით ხალხის დაშლა მოითხოვა. „მხოლოდ ნიღბები აკლდათ, სხვა მხრივ სპეცრაზმელებივით იქცეოდნენ. ჩვენ მათი ვინაობებიც დავადგინეთ. ესენი არიან ვალერი მუჯირიშვილი, ზურაბ ძნელაძე, მამუკა რაზმაძე და პაატა კობალეიშვილი. განსაკუთრებით აგრესიული მუჯირიშვილი გახლდათ. ისინი ითხოვდნენ, ხალხი სასწრაფოდ დაშლილიყო და თან ამბობდნენ – უბანი არის ხვიჩა სანაიასი და მისი მეგობრები სანაიას კრიტიკას არ დავუშვებთო. ხალხს ემუქრებოდნენ, დაიშალეთ თორემ დაგშლითო. ხვიჩა სანაია საკრებულოში ისანი-სამგორის რაიონის დეპუტატია “ნაციონალური მოძრაობიდან”. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, რასაც არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის ტერორის სახე აქვს და ამ ტერორის ატანა წელიწადნახევარი მოგვიწევს”, – განაცხადა გრიგოლიამ.  Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

დევნილი ლია დარცმელია: „სოხუმში მივდივარ!“

დევნილი ლია დარცმელიასაინფორმაციოანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთიდან დევნილ ლია დარცმელიასთან, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, სახელმწიფომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია, დღემდე არ აქვს საცხოვრებელი ფართი და არ აუღია დევნილთათვის განკუთვნილი კომპენსაცია. ლია დარცმელიას ინვალიდი შვილი ჰყავს, რომელსაც კუთვნილი პენსიაც კი მოუხსნეს და დღეს მას მხოლოდ დევნილებისთვის განკუთვნილი მიზერული ყოველთვიური ფულადი დახმარებითა და ახლობლების წყალობით გააქვს თავი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრებს ექსტრემალურ რეალითი შოუში მონაწილეობას სთავაზობს

მთავრობა“ქრისტიან-დემოკრატები” მინისტრებს რეალითი შოუს მოწყობას სთავაზობენ. როგორც დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესთან დღევანდელი საპარლამენტო დებატების დროს განაცხადა, კარგი იქნება, თუ მინისტრები რეალითი შოუს მოაწყობენ, რათა გაიგონ, ჰყოფნით თუ არა პენსიონერებს 100 ლარი. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

საპარლამენტო უმრავლესობამ სუბელიანიც გადაარჩინა

სუბელიანიოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი პარლამენტში უშედეგოდ დაისვა. Read the rest of this entry »

, , , , , ,

დატოვე კომენტარი

ცისკარიშვილმა, სუბელიანის დასაცავად, საპარლამენტო ოპოზიციას “პოლიტიკურ უსინდისობაში” დასდო ბრალი

კობა სუბელიანიოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს საპარლამენტო უმრავლესობაში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი და „გამომქომაგებელი“ გამოუჩნდა. Read the rest of this entry »

, , , , ,

2 Comments

კვეზერელი გადაყენებას გადაურჩა

ბაკურ კვეზერელისაპარლამენტო ფარქცია “ქრისტიან-დემოკრატებმა” გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასვეს, თუმცა დეპუტატთა სიმცირის გამო და გადაწყდა, რომ შესაბამისი კენჭისყრა დღეს დილით შედგებოდა. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

მამუკა კაციტაძე: “ხელისუფლებას მოლაპარაკებების პროცესი ჩიხისკენ ხელოვნურად მიჰყავს”

კაციტაძესაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე პოლიტიკური ჯგუფის დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურებში პარლამენტში მინისტრების კვირეულის მიმდინარეობის გამო „ქრისტიან-დემოკრატების“ თხოვნას ასახელებენ. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი