Posts Tagged შსს

ყინწვისში დაკავებულებს ჩვენებები წამებით დააწერინეს

დაკავებასაპატიმროებში არსებულ გაუსაძლის პირობებსა და იძულების წესით დაწერილ ჩვენებებზე მედიაკავშირი „ობიექტივის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ყინწვისში მიმდინარე წლის 26 მაისს დაკავებულ პირთა ადვოკატებმა ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, ყინწვისის საქმეზე ამ დრომდე 24 პირი რჩება დაკავებული, რომელთა ნაწილს სასტიკი წამების შემდეგ აღიარებითი ჩვენებები დააწერინეს. ადვოკატების მტკიცებით, დაკავებულთა წინააღმდეგ გამოყენებული იყო ისეთი მეთოდები, როგორსაც 20-იან და 30-იან წლებში იყენებდნენ. Read the rest of this entry »

, , ,

დატოვე კომენტარი

შსს ბადრი ბიწაძეზე ძებნას ოფიციალურად დღესვე გამოაცხადებს

ბადრი ბიწაძეთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაიშვილმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას გირაო დაუსწრებლად პატიმრობით შეუცვალა. პროკურორმა შუამდგომლობის დაყენების მოტივად კანონით დადგენილ ვადაში ბიწაძის მიერ გირაოს თანხის გადაუხდელობა დაასახელა, ეს არგუმენტი მოსამართლემ საფუძვლიანად მიიჩნია და შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბიწაძის ადვოკატი ლევან სამუშია მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. Read the rest of this entry »

, ,

დატოვე კომენტარი

მომიტინგე ნოდარ ცხადაძე სამართალდამცველებმა ცემით მოკლეს!!!

ცხადაძეროგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა სამართალდამცველებმა დღეს, 00:15 საათზე დაიწყეს. გამოყენებულ იქნა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. ინციდენტის დროს გარდაიცვალა ორი ადამიანი – ერთი პოლიციელი და ერთი ყოფილი პოლიციელი, დაახლოებით, 50 წლის ნოდარ ცხადაძე, რომლებიც ავტომანქანებს ემსხვერპლნენ. მოგვიანებით შსს-ის წარმომადგენლებმა დაღუპულებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ მათი თანამშრომლები ვლადიმერ მანსურაშვილი და ნოდარ ცხადაძე ემსხვერპლნენ აქციის ორგანიზატორების ესკორტს დარბევის ადგილის დიდი სისწრაფით დატოვებისას. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

4 Comments

SOS!!! თბილისში ადამიანებს ღიად იტაცებენ!

შსსპატივცემულო მკითხველო! საზოგადოებაში „სიკვდილის ბრიგადებად“ და „ზონდერბრიგადებად“ მონათლული საქართველოს შსს-ის სპეცქვედანაყოფების მიერ ადამიანთა გატაცებაზე იმდენს წერენ და ლაპარაკობენ, რომ საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ საჭიროდ აღარ ჩათვალა ამ საზარელი თემის მუსირება, სანამ თავადვე არ აღმოვჩნდით ამგვარი აღმაშფოთებელი ფაქტის უნებლიე მოწმე.

გუშინ, 2011 წლის 25 მაისს, დაახლოებით 13.30 წუთზე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საკუთარი კორესპონდენტის თვალწინ „X5“-ის მოდელის „BMW“-ს მარკის მუქი ლურჯი ფერის ჯიპმა დ. უზნაძისა (ყოფილი კამოს ქუჩა) და ჯ. კახიძის (ყოფილი ი. კრილოვის ქუჩა) ქუჩების კვეთაზე მკვეთრად დაამუხრუჭა. იქიდან სამოქალაქოტანსაცმლიანი სპორტული აღნაგობის რამდენიმე მამაკაცი გადმოხტა და თავისი გზით მიმავალ 40-45 წლის მამაკაცს თავს დაესხა, ხელები გადაუგრიხა, ზემონახსენებ მანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი