Posts Tagged წიკლაური

“გაუთვითცნობიერებელი” შეფასება “უპასუხისმგებლო” დეპუტატისგან – ნუგზარ წიკლაური მეუფე ზენონს დაუპირისპირდა

ზენონი vs  წიკლაურიროგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი მიიღო, რასაც როგორც საპატრიარქოს, ისე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მკაფიოდ ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ „ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე“. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი

ილია მეორე რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურის შეწყვეტას ითხოვს

ილია მეორეროგორც ცნობილია, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებები საჯარო სამართლის იურდიულ პირებად ჩაითვლებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შედის. კანონოპროექტის ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური არიან. უმრავლკესობის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საკმაოდ ნეგატიური შეფასებები როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან, თუმცა ცვლილებების მიღების პროცედურა პარლამენტში მაინც გრძელდება. აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანის პროცედურის შეწყვეტის მოთხოვნით ამჯერად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოდის. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ნუგზარ წიკლაური: “ძალიან მალე “ბელა, ჩაოს” “ნინო, ჩაო” შეცვლის”

ბურჯანაძეოქრუაშვილის პარტიის გეგმების ცვლილებამ როგორც ჩანს, განსაკუთრებით გაახარა და გაახალისა ხელისუფლება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სახალხო კრების“ პროტესტს უკვე ხუმრობის ტონით ეხმაურებიან.  “დარწმუნებული ვარ, ის იტალიური სიმღერა, რომელიც აქციებზე ისმის  – “ბელა, ჩაო” მცირედით ტრანსფორმირდება და გადაიქცევა “ნინო, ჩაოდ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ სრულდება უპასუხისმგებლობა და ექსტრემიზმი საქართველოში. Read the rest of this entry »

, , , , ,

1 კომენტარი