Posts Tagged ხიდირბეგიშვილი

ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილი იდაყვებს დაიკბენს 26 მაისის სადამსჯელო ოპერაციის გამო!“

ბურჯანაძე(პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის საუბარი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან)

ქალბატონო ნინო, კორესპონდენტი არ გამოგიგზავნეთ და თავად გეახელით იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ინტერვიუ არაა. გთავაზობთ, ჩვენი დიალოგი – საინფორმაციო სააგენტოს მთავარი რედაქტორისა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსა“ და „სახალხო კრების“ ლიდერთან – საქართველოს ბედზე თავისუფალი საუბრის ფორმით ავაწყოთ. როდის იმარჯვებდა და სად ცდებოდა ნინო ბურჯანაძე – 2003 წლის ნოემბერში, თუ 2007 წლის ნოემბერში, 2009 წლის მაისში, თუ 2010 წლის ნოემბერში? 2011 წლის 26 მაისი: რა იყო ეს – გულწრფელი შეცდომა თუ გაცნობიერებული PR-აქცია, ჩვეულებრივი ღალატი (რაც საქართველოში იშვიათობა არ არის), თუ სრული ფიასკო პარლამენტის ექს-სპიკერისა, რომელიც ოპოზიციურ „ველზე“, საპარლამენტო ტრიბუნის კომფორტისა და პარლამენტის საიმედო კედლებს მიღმა, უმწეო აღმოჩნდა? – აი, რის თაობაზე მინდა, გესაუბროთ დღეს, გულწრფელი პასუხი მივიღო კითხვებზე, რომლებიც არა მარტო ქართველ ხალხს, არამედ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს, ასევე, ჩვენს თანამემამულეებს ყოფილი სსრკ-დან, ჩვენს მეზობლებს – აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, აინტერესებთ. თუკი ჩემს შემოთავაზებულ ფორმატზე თანახმა ხართ, მაშინ დავიწყოთ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

ღია წერილი აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს

აშშ–ის ელჩიბატონო ელჩო, ეს წერილი თქვენი ქორწინების მიზეზით როდი დაიწერა, რის გამოც რამდენიმე დღის წინათ კალიფორნიაში გაემგზავრეთ, ის თქვენს სამსახურებრივ წუნს უკავშირდება. მოგმართავთ იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ბრძანდებით აშშ-ის მეფისნაცვალი საქართველოში, თუმცა, რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისგან განსხვავებით, აქ საკმაოდ უხეირო როლს თამაშობთ.

საქართველოში მუშაობის მესამე წლისთავზე თქვენ, ალბათ, არაერთხელ გსმენიათ უნიკალური ქართული ხალხური სიმღერები და იცით, რომ ოთხ ხმაში მთავარი აქ „ბასია“, რომელიც ტონალობას უჩვენებს, ხოლო დანარჩენი სამი სრულად ორიენტირებულია მასზე. „ბასის“ როლი ქართულ პოლიტიკურ „მრავალხმიანობაში“ იდენტურია: ქართულ პოლიტიკას ტონს ელჩი ბასი აძლევს, ხოლო ხელისუფლების სამი შტო – პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა – სრულად ორიენტირებულია მასზე. Read the rest of this entry »

, , , , , , , , ,

დატოვე კომენტარი

არნო ხიდირბეგიშვილი: „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის…“

დარბევაძვირფასო მკითხველებო! 21-დან 25 მაისის ჩათვლით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მუდამ გატყობინებდათ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის შესახებ: თბილისსა და ბათუმში, თავისუფლების მოედანზე დედაქალაქში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც ტრადიციულად მიმდინარეობს მოვლენები, ჩვენი ბედკრული და მშვენიერი სამშობლოს ბედს დიამეტრულად რომ ცვლის.

დიახ, აქ, გოლგოთად ქცეულ ადგილას, ჩვენ, ქართველები, ტრადიციულად ვხოცავთ ერთმანეთს, ბოლო წუთებში ჩვენს გონზე მოყვანას ლამობს პატრიარქი, რომლისაც, ასევე ტრადიციულად, არ გვესმის… Read the rest of this entry »

, , , , , , ,

დატოვე კომენტარი