Posts Tagged ჯაშუში

აბდალაძის ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები არარეალურია

ჩვენებაროგორც აბდალაძის მეუღლე ნესტან ნეიძე აცხადებს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის სხცა ფაქტებთან ერთად 2002 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავების შესახებ საუბრობს, რეალობას არ შეესაბამება, რადგან მისი ინფორმაციით, აბდალაძე 2002 წელს არ დაუკავებიათ.

2002 წელს მე გიორგისთან ერთად გაზეთ „ახალ ეპოქაში“. რაც გიორგის ვიცნობ, იგი დაკავებული არ ყოფილა“, – განაცხადა ნეიძემ. Read the rest of this entry »

, , , , ,

დატოვე კომენტარი

გიგი წერეთელი: “მეტი არგუმენტი მჭირდება, რომ ფოტოგრაფების ბრალეულობა დავიჯერო”

გიგი წერეთელიროგორც დეპუტატი გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, „ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები სერიოზულ გაუგებრობაში მოხვდნენ და მას მათი ბრალეულობის დაჯერება უჭირს“. „აბდალაძესა და გედენიძეს ჩემთვისაც ბევრი ფოტო აქვთ გადაღებული და რამდენადაც მათ ვიცნობ, ნამდვილად ვერ ვიფიქრებ, რომ რამით ჯაშუშობასთან არიან დაკავშირებული. რატომღაც მგონია, ეს ადამიანები სერიოზულ გაუგებრობაში არიან მოყოლილნი. თუმცა ეტყობა, ამ გაუგებრობაში თვითონაც თავი შეყვეს“, – აცხადებს წერეთელი. Read the rest of this entry »

, , , ,

დატოვე კომენტარი

ჯაშუშობის ბრალდებით 5 ფოტორეპორტიორი, მათ შორის სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი დააკავეს

გედენიძეებიგვიან ღამე დააკავეს საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმ–თაიმის“ ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და „ასოშეიტდე პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი. დაკავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. Read the rest of this entry »

, , , , , , , ,

დატოვე კომენტარი